სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებს

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებს. ამის შესახებ, განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში, ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა. “მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. დეკანოზი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა 15 თებერვალს გაუარესდა, ამ დრომდე, ღუდუშაურის…

მეტი

დავით სერგეენკო დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებას არ აპირებს

დავით სერგეენკო დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებას არ აპირებს

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოში მონახულებას არ აპირებს. მინისტრის განმარტებით, დეკანოზის ჰოსპიტალიზაციის დღიდან, ის საქმის მართვაში ჩართულია და იცის, თუ რა კვლევები ჩაატარეს მედიკოსებმა. “მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზე კვლევები ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიახ, რა თქმა უნდა, მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. როდესაც ადამიანი ხდება ავად, ოჯახის წევრებს აქვთ ყველაფრის უფლება – დასვან…

მეტი

დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა კრიტიკულია – ოჯახი მსჯავრდებულის შეწყალებას მოითხოვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა კრიტიკულია – ოჯახი მსჯავრდებულის შეწყალებას მოითხოვს

მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი საქართველოს პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს. ამ მოთხოვნით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე საქართველის საპატრიარქოსთან აქციას მართავს. მისი განცხადებით, ეს მოთხოვნა პატრიარქმა გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა დააყენოს. “ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოვუწოდებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე მიმართოს. განმეორების შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო მდგომარეობა მივიღოთ. ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და არის მისი უწმინდესობის მღვდელი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ პატრიარქს,…

მეტი

გიორგი ფანცულაია: დეკანოზს უჭირს მეტყველება, ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს

გიორგი ფანცულაია: დეკანოზს უჭირს მეტყველება, ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზს უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს. ადვოკატის განმარტებით, უფლებადამცველები თავად გიორგი მამალაძეს არ შეხვედრიან თუმცა ექიმებისგან მიიღეს პირობა, როგორც კი შესაძლებელი იქნება და მდგომარეობა გაუმჯობესდება, მას მოინახულებენ. “უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება. ჩვენ ჯერ არ შევხვედრილვართ და მივიღეთ პირობა, როცა შესაძლებელი იქნება, ვნახავთ დეკანოზს. იმედია, მდგომარეობა არ გაუარესდება. კვლევები ახლაც მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. დეკანოზი გიორგი მამალაძე, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის…

მეტი