“კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია”- კახა კალაძე მერიის ხელმძღვანელ პირებს აფრთხილებს

“კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია”- კახა კალაძე მერიის ხელმძღვანელ პირებს აფრთხილებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებს კორუფციის პრევენციის მიზნით, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა. კახა კალაძის თქმით, კორუფციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რეაგირება უმკაცრესი და პრინციპული იქნება. „მინდა, გავაფრთხილო ყველა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ  თქვენი მიმართულებებით გამოიჩინოთ  მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციის მხრივ,  რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით  ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჩვენ…

მეტი

კახა კალაძე: ჩემი ვერც ერთი მოადგილე დღეს პრემიას და დანამატს ვერ იღებს

კახა კალაძე: ჩემი ვერც ერთი მოადგილე დღეს პრემიას და დანამატს ვერ იღებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერის მოადგილეებს და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, მოადგილეებსაც და ვიცე-მერსაც აკრძალული აქვთ დანამატებისა და პრემიის აღება, რასაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს. „ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს, 2018 წელს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და ასევე, ვიცე-მერმა, ხელფასები მოიმატეს. დაახლოებით, საუბარი იყო 113 და 119%-ით მატებაზე. სრული პასუხისმგებლობით…

მეტი

თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა მოაწერეს. მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას ისახავს მიზნად. კერძოდ,  კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ არსებულ ტურისტულ მარშრუტზე  დამატებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილების, ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფების, სპეციალური საკემპინგე ადგილისა და გადასახედი პლატფორმის მოწყობას გულისხმობს. „GIZ-თან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რამდენიმე თვეში,  ახალ  სიცოცხლეს შეიძენს ის საფეხმავლო ბილიკი,…

მეტი

კახა კალაძე: აშენებენ და პირდაპირ ხეობაში იყრება სამშენებლო ნაგავი, უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული

კახა კალაძე: აშენებენ და პირდაპირ ხეობაში იყრება სამშენებლო ნაგავი, უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული

დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. კახა კალაძე ვერეს ხეობაში იმყოფებოდა, სადაც „თბილსერვის ჯგუფი“ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზასთან მდებარე ფერდობებს ასუფთავებს. მისი თქმით, ხეობაში სამშენებლო ნაგავია ჩაყრილი, რასაც მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის. თბილისის მერმა, ასევე, თხოვნით მიმართა მოსახლეობას – ნუ დააბინძურებენ გარემოს და გაუფრთხილდნენ საკუთარ ქალაქს. „აქ  ბევრი სამშენებლო ნაგავია, აშენებენ და პირდაპირ ხეობაში იყრება საამშენებლო ნაგავი. უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ასეთი მშენებლობების მიმართ, რადგან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგია, ეკოლოგიაზე ზრუნვა, მწვანე სივრცეების შექმნა…

მეტი

კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში აქციის მონაწილეებს შეხვდეს

კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში აქციის მონაწილეებს შეხვდეს

თბილისის მერი, კახა კალაძე, მზადყოფნას გამოთქვამს, უახლოეს დღეებში, ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეხვდეს. თბილისის მერია აქციის მონაწილეებს სთავაზობს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს მათი შეთავაზებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც მერია შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირზე, ამ დროისთვის, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეები შრომითი უფლებების დაცვას აპროტესტებენ. ამ ადგილზე გუშინ ტრაგედია დატრიალდა: კორპუსის მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა, მაშველებმა ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვნეს.  

მეტი