ოლიმპიური ჩემპიონი, დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

ოლიმპიური ჩემპიონი, დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული ძიუდოისტი, ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, დავით ხახალეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს დილით გარდაიცვალა. ლეგენდარულ სპორტსმენს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა, რთული ფორმებით, მას გულის ურთულესი და ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროებოდა, რის გამოც, საზოგადოება თვეების განმავლობაში მის მხარდაჭერას ცდილობდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, შალვა გოგოლაძის, ასევე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ძალისხმევითა და საზოგადოების ჩართულობით, სპორტსმენის გადასარჩენად არაერთხელ შეგროვდა თანხა, თუმცა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა დაავადებაზე გამარჯვება ვერ მოახერხა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

მეტი

ოლიმპიური კომიტეტი: გავერთიანდეთ დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად

ოლიმპიური კომიტეტი: გავერთიანდეთ დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გამართა საგანგებო პრესკონფერენცია, რომელიც უკავშირდებოდა სახელოვანი ძიუდოისტის დავით ხახალეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, სპორტში მოღვაწე ადამიანები. ლერი ხაბელოვმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო სეოკ-ის მიმართვის ტექსტი: „ლეგენდარულ ძიუდოისტს, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს შეექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა – დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით. ქართველი და უცხოელი ექიმების დასკვნით, დავით ხახალეიშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად რჩება გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. ამჟამად…

მეტი