არჩილ თალაკვაძე: ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება

არჩილ თალაკვაძე: ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტს აფასებს დ ამბობს, რომ ვიზიტს კონკრეტული შედეგი აქვს. “მივესალმებით, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დავით გარეჯის მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამენ. ეს საკითხი ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ფორმატში, მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია. ხაზგასმით გამოვყოფდი გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელსაც როგორც იკვეთება, კონკრეტული შედეგი აქვს. ვფიქრობ, ამ პოზიტიურ ტენდენციას შევინარჩუნებთ და საბოლოოდ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივაღწევთ. ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო…

მეტი

გიორგი გახარია: ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

გიორგი გახარია: ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გახარიას განმარტებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დავით გარეჯის საკითხსაც, რადგან ასეთ მნიშვნელოვან საკითხს გვერდს ვერ აუვლიდნენ მხარეები. „ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა და…

მეტი

აზერბაიჯანელებმა, დავით გარეჯიდან ჩიჩხიტურის მიმართულებით, გზის გაყვანა დაიწყეს (ვიდეო)

აზერბაიჯანელებმა, დავით გარეჯიდან ჩიჩხიტურის მიმართულებით, გზის გაყვანა დაიწყეს (ვიდეო)

აზერბაიჯანელებმა, დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის მიმართულებით, გზის გაყვანა დაიწყეს. გზის სამშენებლო სამუშაოების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში ადგილობრივი ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს. “ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ უბრალოდ ასვლის უფლებასაცკი, მიმდინერე მოლაპარაკებების გამო.მივმართავ მათ ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?”, – წერს ანანიაშვილი.

მეტი