ბექა როყვას ამბიციური განაცხადი – ოქრო მსოფლიოდან

ბექა როყვას ამბიციური განაცხადი – ოქრო მსოფლიოდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2019 წლის ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას 14 სექტემბრიდან დაიწყებს. წლევანდელ მსოფლიოს დიდი მნიშვნელობა აქვს – ყაზახეთში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2007 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი არ ყოლია. ბოლო ორ წელიწადში გუნდის მონაპოვარი 4 ბრინჯაოს მედალია, წელს კი მიზანი საკმაოდ ამბიციურია. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბექა როყვა „რეკორდერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ პროგრამა მინიმუმი ლიცენზიათა მაქსიმალური რაოდენობაა, მთავარი კი ისაა, რომ ნურ სულთანიდან…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილი მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილი მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილმა (60კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ოზურგეთელმა ფალავანმა რუმინელი არნაუტი დაამარცხა და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 27-ე მედალი მოუტანა. დღესვე, ოქროს მედლისთვის შმაგი ბოლქვაძე იჭიდავებს. ხვალ კი ოქროსთვის იაკობ ქაჯაია იბრძოლებს. ბრინჯაოს აღების შანსი გაუჩნდა რევაზ ნადარეიშვილსაც. მეორე საშეჯიბრო დღის ფინალები ხვალ გაიმართება.

მეტი

შმაგი ბოლქვაძე მეორე ევროპული თამაშების ფინალში რუს კაბალოევს დაეჭიდება

შმაგი ბოლქვაძე მეორე ევროპული თამაშების ფინალში რუს კაბალოევს დაეჭიდება

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე (67კგ) მეორე ევროპული თამაშების ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ფალავანმა ფინალამდე ქულების დაუკარგავად მიაღწია. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სომეხი კარენ ასლანიანი 5:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის რუს ზაურ კაბალოევს დაეჭიდება. ფინალში გასვლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან დავით ჩხარტიშვილმა (60კგ), რომელმაც დრამატულ ბძოლაში, უნგრელ ერიკ ტორბასთან მინიმალური სხვაობით – 6:5 წააგო. ამ დაპირისპირებაში სტარტზე ჩხარტიშვილი დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა პარტერში ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მეტოქეს გდება გაუკეთა და აქვე ქულა დაკარგა. მსაჯებმა ეს ეპიზოდი 4…

მეტი