უსახსრობის გამო, დათა ქაჯაია TCR ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას წყვეტს

უსახსრობის გამო, დათა ქაჯაია TCR ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას წყვეტს

ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, TCR ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას წყვეტს. ამის მიზეზი კი ფინანსების არქონაა. სპორტსმენი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: “მეგობრებო! ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პოსტის დაწერა მიწევს: არასაკმარისი ფინანსური სახსრების გამო იძულებული ვართ შევწყვიტოთ ასპარეზობა TCR-ის ევროპის ჩემპიონატზე. მოგეხსენებათ, რა რთულია დაფინანსებით დაინტერესებული კერძო კომპანიების პოვნა საქართველოში 😐 ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს ჩემს სპონსორებში, ჩემს მხარდამჭერებში და ჩემს გულშემატკივრებში ვინც გვერდში მედექით და აქამდე მომიყვანეთ”, – წერს დათა ქაჯაია.

მეტი

TCR Europe-ს მეოთხე ეტაპი დათა ქაჯაიამ 20 ქულით დაასრულა

TCR Europe-ს მეოთხე ეტაპი დათა ქაჯაიამ 20 ქულით დაასრულა

დასრულდა TCR ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი. რბოლები ფორმულა 1-ის ცნობილ ავტოდრომზე, რედ-ბულ რინგზე, ავსტრიაში გაიმართა. გასულ ეტაპებთან შედარებით, საკმაოდ შედეგიანი რაუნდი იყო ერთადერთი ქართველი მონაწილისთვის, დათა ქაჯაიასთვის, რომელმაც 20 ქულა მოიპოვა და ამით ერთგვარად დააკომპენსირა პირველი ორი ეტაპი, როცა ავტომობილის ტექნიკური პრობლემების გამო, ქართველი არც ისე სახარბიელო პოზიციებზე აღმოჩნდა. რედბულრინგზე გასაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქაჯაიას კვალიფიკაციის შედეგები, სადაც მან მე- 4 საუკეთესო დრო აჩვენა მონაწილე 29 მანქანას შორის, რაც თავის კლასში, ანუ “ფოლკსვაგენ გრუპში” (სადაც შედის…

მეტი

TCR Europe: დათა ქაჯაია პოდიუმზე ასასვლელად ემზადება

TCR Europe: დათა ქაჯაია პოდიუმზე ასასვლელად ემზადება

ძარიანი ავტომობილების პრესტიჟული ტურნირის, TCR Europe-ს მეოთხე ეტაპს, 13-14 ივლისს ავსტრიის რედ-ბულ -რინგის ტრეკი უმასპინძლებს. მესამე ეტაპზე მომხდარი ინციდენტისა და უიღბლობის შემდეგ, ქართველი მრბოლელის, დათა ქაჯაიას გუნდი და მანქანა მწყობრშია და სპორტსმენი პოდიუმზე ასასვლელად ემზადება. “ქართული სპორტული მიღწევებით საკმაოდ გადატვირთული ზაფხული გვაქვს! ტრადიციული და ოდითგანვე პოპულარული სახეობების გვერდით არანაკლებ წარმატებული და ნიჭიერი სპორტსმენები წარმოადგენენ  საქართველოს ჩვენთან შედარებით ახლად ფეხადგმულ სახეობაში – ავტოსპორტში. ერთ-ერთი მათგანია ტიტულოვანი მრბოლელი დათა ქაჯაია, რომელიც წელს ევროპის ჩემპიონატზე, ძარიანი ავტომობილების ყველაზე…

მეტი

დათა ქაჯაია: ვერც კი ვხსნი, საერთოდ რა დავარქვა ამ ყველაფერს

დათა ქაჯაია: ვერც კი ვხსნი, საერთოდ რა დავარქვა ამ ყველაფერს

ამ უქმეებზე ფორმულა 1-ის ლეგენდარულ სპა-ფრანკორშამპის ავტოდრომზე ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატის მესამე ეტაპი დასრულდა. მონაწილე ქართველმა მრბოლელმა დათა ქაჯაიამ ქულათა ბადეში მოხვედრა შეძლო – კვალიფიკაციაზე საუკეთესო მე-9, ხოლო პირველ რბოლაზე მე-6 დრო აჩვენა. მაყურებლისათვის დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა დათას უშეღავათო ბრძოლა ერთ-ერთ უძლიერეს მრბოლელთან მატო ჰომოლასთან. სწორედ მას აართვა ქართველმა მეექვსე ადგილი და შესაბამისი 21 ქულა მოიპოვა. თუმცა ქაჯაიას წინ დიდი უიღბლობა ელოდა: კვალიფიკაციის შედეგებით დათა მეორე რბოლაზე გრიდის წინა ხაზზე იდგა და მეორე პოზიციიდან…

მეტი

დათა ქაჯაია TCR Europe-ს მესამე ეტაპზე 7-8 ივნისს იასპარეზებს

დათა ქაჯაია TCR Europe-ს მესამე ეტაპზე 7-8 ივნისს იასპარეზებს

ქართველი მრბოლელი დათა ქაჯაია, TCR Europe-ს მესამე ეტაპზე, რომელსაც ბელგიის ცნობილი სპა-ფრანკოშამპის ავტოდრომი მასპინძლობს, 7-8 ივნისს იასპარეზებს. ტურნრის მეორე ეტაპი 25-26  მაისს გერმანიაში, ჰოკენჰაიმის ტრეკზე ჩატარდა. ქართველი მრბოლელი პრესტიჟულ ტურნირზე CUPRAS (იგივე SEAT) ბრენდით ასპარეზობს. ეს ეტაპიც, ისევე, როგორც ჩემპიონატის პირველი ორი რბოლა უნგრეთში, ძალიან დაძაბულად წარიმართა – სტარტი სულ 32-მა ავტომანქანამ აიღო, 1 წამის ინტერვალში ჯდება პირველი ოცეული. წინასასეზონო ტესტების გა,ცდენის გამო, საკმაოდ გართულდა ქართველი მრბოლელის მანქანის ტექნიკური პარამეტრების ზუსტი მომართვა, გარკვეული გაუმართაობა აღმოაჩნდა…

მეტი