საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრას მოსკოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციულ მცდელობად აფასებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრას მოსკოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციულ მცდელობად აფასებს

“საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, შეხვედრას ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან, ანატოლი ბიბილოვთან, რომელიც წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას მოსკოვის მხრიდან. რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფით კვლავაც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო პოლიტიკას. მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და…

მეტი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებს რუსი დამკვირვებლები დააკვირდებიან

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებს რუსი დამკვირვებლები დააკვირდებიან

განცხადება, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებზე რუსი დამკვირვებლების გაგზავნის თაობაზე, ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა დაგეგმილ არჩევნებს “სრული ნდობა” გამოუცხადა და აღნიშნა, რომ “ყველაფერი დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს”. პუტინმა ისევ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ცხინვალს “სტრატეგიულ პარტნიორად” მიიჩნევს. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რესპუბლიკაში სოციალური და ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდეს და უსაფრთხოება სტაბილური იყოს”, – განაცხადა პუტინმა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის ივნისში…

მეტი