რა ბედი ეწევა და რა საფრთხე ემუქრება ოკუპანტების ტყვეობაში ქართველ ექიმს?

რა ბედი ეწევა და რა საფრთხე ემუქრება ოკუპანტების ტყვეობაში ქართველ ექიმს?

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება – ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების სამსახური დღეს კიდევ ერთ  განცხადებას ავრცელებს. ე.წ. უწყება ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ბრალის დამძიმებაზე მუშაობას განაგრძობს. “არსებული მონაცემებით, ის არის შეიარაღებული ძალების თადარიგის კაპიტანი, რომელიც სამხედრო ექიმის რანგში 2008 წლის ომში იღებდა მონაწილეობას. დადგინდა, რომ გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, დილით თბილისიდან საზღვართან მდებარე სოფელ საკორინთლოში ჩამოვიდა. ამის შემდეგ კი, უკანონოდ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის საზღვარი. რადგან გაფრინდაშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გაფრინდაშვილს ლენინგორის სასამართლომ 2…

მეტი

Breaking news: თურქეთში დაკავებული 5 ქართველი ფეხბურთელი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

Breaking news: თურქეთში დაკავებული 5 ქართველი ფეხბურთელი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

ანტალიაში, ქურდობის ბრალდებით დაკავებული ხუთი ქართველი ფეხბურთელი თურქეთის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ამის შესახებ “რეკორდერს” საფეხბურთო კლუბ “ცხინვალში” განუცხადეს. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა და ხუთივე მათგანი, ფულადი ჯარიმისა და დეპორტაციის გარეშე გამოუშვეს. “დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ფეხბურთელებს დააკისრებდნენ ფულად ჯარიმას, ან დეპორტს. არც ერთი სასჯელი გამოყენებული არ ყოფილა. ფეხბურთელები გაამართლეს. ამ ორ დღეში მოთამაშეები სამშობლოში დაბრუნდებიან, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული ყველაფერი, ბილეთები არ ყოფილა შეძენილი”, – განუცხადეს “რეკორდერს” კლუბში. ხუთი ქართველი ფეხბურთელი – გიორგი…

მეტი

სფფ “ცხინვალს” მოუწოდებს, კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით, მიიღოს შესაბამისი ზომები

სფფ “ცხინვალს” მოუწოდებს, კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით, მიიღოს შესაბამისი ზომები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ანტალიაში, 5 ქართველი ფეხბურთელის დაკავებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ქართული ფეხბურთის მმართველო ორგანო მოუწოდებს “ცხინვალს”, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, კანონდამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს. “გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის – ცხინვალის ფეხბურთელები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე…

მეტი

SCANDAL: ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

SCANDAL: ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაში ეჭვმიტანილი 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. როგორც თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური იუწყება, დაკავებულები “სპარტაკ ცხინვალის” (ქართულ კლუბს “ცხინვალი” ჰქვია. ეს მისი ძველი სახელწოდებაა/რედ.)  მოთამაშეები არიან, რომლებიც თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში რამდენიმე დღის წინ, ზამთრის შეკრებაზე გაემგზავრნენ. გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ, კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და მსგავსი 9 ნივთი აკლდათ, რის შემდეგაც პოლიციას გამოუძახეს….

მეტი