IOC-მა, WHO-სთან ერთად, სპორტულ შეჯიბრებათა ჩასატარებლად, რეკომენდაციები შეიმუშავა

IOC-მა, WHO-სთან ერთად, სპორტულ შეჯიბრებათა ჩასატარებლად, რეკომენდაციები შეიმუშავა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, (IOC) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა (WHO) და სხვა დაინტერესებულ სპორტულ სამსახურებთან ერთად, COVID-19 პანდემიის დასრულების შემდეგ სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორებისთვის რეკომენდაციათა შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. დოკუმენტი WHO-ს უკვე არსებულ რჩევათა დამატებაა, რომელიც ასევე შემუშავდა IOC-ის სამედიცინო და სამეცნიერო დეპარტამენტებთან და სპორტულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ის მოწოდებულია დაეხმაროს მსხვილ შეჯიბრებათა საორგანიზაციო კომიტეტებს ობიექტურად შეაფასონ რისკები, შემსუბუქდეს სავარაუდო ნეგატიური შედეგები, ასევე შეჯიბრებების ჩატარებაზე მიღებული იყოს გადაწყვეტილება. IOC-მა და WHO-მ გაანალიზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებების დახურულ და ღია…

მეტი

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვი 84-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვი 84-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. “7გამოჯანმრთელებული დაგვემატა ჯამში და გახდა 84. გამოჯანმრთელებულებში, 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია”, – განაცხადა ეზუგბაიამ. ჯამში, საქართველოში COVID-19-ით 385 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 84 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

მეტი

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში COVID 19-ით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია. რატიანის განმარტებით, მეორე გარდაცვლილ პაციენტს, პირველის მსავსად, თანხმლები დაავადებები ჰქონდა. მკურნალობა გაიდლაინების მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. “ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილ იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან 3 რიცხვში მისი მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, ანამნეზში გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების…

მეტი

კორონავირუსის საფრთხე და ბავშვები – ცნობილი პედიატრის რჩევები მშობლებს

კორონავირუსის საფრთხე და ბავშვები – ცნობილი პედიატრის რჩევები მშობლებს

საქართველოში, ამ დროისთვის, Covid-19-ით ინფიცირების უკვე 67 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი რჩება – 252. ინფიცირებულთა შორის რამდენიმე ბავშვია. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვინაიდან ახალი ტიპის კორონავირუსი სათანადოდ შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის, მასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, Covid-19 ბავშვებს ნაკლებად ემართებათ და თუ ისინი ინფიცირებულები მაინც არიან, შედარებით მსუბუქად გადააქვთ. რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე? რა შემთხვევაში…

მეტი

კორონავირუსი – როგორ უნდა დავიცვათ თავი დიდ ქალაქებში?

კორონავირუსი – როგორ უნდა დავიცვათ თავი დიდ ქალაქებში?

ახალი ტიპის კორონავირუსი, სახელწოდებით Covid-19, უკვე გავრცელდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. არსებული მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ის კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება. ეპიდემიის განსაკუთრებული რისკის ქვეშ, მსოფლიოს დიდი ქალაქებია. სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობენ, როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან, თუკი ხალხმრავალ ადგილას ვცხოვრობთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი  საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია. ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, მცირე ნაწილაკებისგან, რომლებსაც ცემინების ან ხველების დროს გამოვყოფთ. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც გრიპის აფეთქების დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, სხვებთან…

მეტი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, მთელი მსოფლიო საფრთხეშია!

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, მთელი მსოფლიო საფრთხეშია!

“ეპიდაფეთქება გრძელდება. კორონავირუსი 2019-nCoV, შესაძლოა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გავრცელდეს. ჩვენ ამას, დიდი ხანია, ვწინასწარმეტყველებთ”, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქრისტიან ლინდმაიერმა. დღეს, ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ნიგერიასა და ახალ ზელანდიაში. ვირუსმა დედამიწის ყველა კონტინენტი მოიცვა, ანტარქტიდის გარდა. ვირუსის გავრცელების მხრივ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, პირველ ადგილას სამხრეთ კორეაა. მხოლოდ ერთ დღეში, დაავადებულთა რაოდენობა აქ 315-დან 2337-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავს შეუძლოდ გრძნობს რომის პაპი, რომელმაც რამდენიმე ღვთისმსახურება გადადო და…

მეტი

კორონავირუსის საფრთხე – 60 მილიონი ადამიანი კარანტინშია

კორონავირუსის საფრთხე – 60 მილიონი ადამიანი კარანტინშია

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება ეპიდემია Covid-19, რომელსაც კორონავირუსი იწვევს. დაავადებამ ჩინეთში უკვე იმსხვერპლა 1600 ადამიანი. სულ, მსოფლიოში, დაავადებულთა რაოდენობა 70 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა კი – 1770-ს. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში მცხოვრებთათვის საკარანტინო პირობები გაამკაცრა. 60 მილიონ ადამიანს აკრძალული აქვს სახლიდან გამოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. აკრძალულია პირადი ავტომობილებით გადაადგილებაც. სამ დღეში ერთხელ, ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს შეუძლია დატოვოს საცხოვრებელი ადგილი საკვების, წამლებისა და ჰიგიენის პროდუქტების შესაძენად. ქუჩაში თითოეული გამომსვლელი აღირიცხება. მრავალსართულიან სახლებში…

მეტი