ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრა წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრა წააგო

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობა პირველივე წრეში წააგო და ტურნირის გამოეთიშა. “როლან გაროსზე” ქრთველი ჩოგბურთელის მეტოქე არგენტინელი ხუან ლონდერო იყო, რომელსაც წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გაუწია და სამი სეტის წასაგებად მხოლოდ საათნახევარი დასჭირდა. ლონდერომ, რომელიც მსოფლიო რეიტინგშ 85-ე პოზიციაზეა, ბასილაშვილს  4:6, 1:6, 3:6 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი კი ქართველი ჩოგბურთელის გარეშე გაგრძელდება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა “როლან გაროსამდე” ლიონის მასტერსზე იასპარეზა, სადაც ფინალში გასვლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, თუმცა მსოფლიო…

მეტი

ოჟე-ალიასიმთან რევანში არ შედგა – ბასილაშვილი ლიონის მასტერსის ფინალში ვერ გავიდა

ოჟე-ალიასიმთან რევანში არ შედგა – ბასილაშვილი ლიონის მასტერსის ფინალში ვერ გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილს კანადელ  ფელიქს ოჟე-ალიასიმთან რევანში არ გამოუვიდა. ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის კანადელთან ისევ დამარცხდა და ლიონის 250-იანი მასტერსის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. დაპირისპირებამ 2 საათსა და 15 წუთს გასტანა და 6:2, 6:7, 4:6 დასრულდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა ძალიან იოლად მოუგო ოჟე ალიასიმს და 6:2 სძლია. მეორე სეტის ბოლოს კი, როდესაც ანგარიში 4:4 იყო, მან სამმაგი ბრეიქპოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ტაიბრეიქში დამარცხდა – 6:7. მესამე სეტიც თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა მეშვიდე გეიმზე, როდესაც ბასილაშვილს…

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის ჩოგბურთელთან დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის ჩოგბურთელთან დამარცხდა

მაიამის ღია პირველობის 1/8 ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის კანადელთან, ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დამარცხდა და მასტერსს დაემშვიდობა. შეხვედრა ძალიან რთული და დაძაბული გამოდგა. ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და შედეგიც ლოგიკური დადგა – 7:6, 6:4. პირველ სეტში მეტოქეებმა თავისი ჩაწოდებები მოიგეს. 5:5-ზე ბასილაშვილმა ოჟე-ალიასიმი დააბეიქა და შანსი გაუჩნდა, რომ სეტი მოეგო, თუმცა შემდეგ თავისივე მოწოდება წააგო და ტაი ბრეიქებში სეტი ახალგაზრდა მეტოქეს დაუთმო. მეორე სეტი ძალიან ცუდად დაიწყო ქართველმა, თავისი მოწოდება დათმო და 3:2 ანგარიშზე…

მეტი

მაიამის მასტერსი: ბასილაშვილი ჰაასეს წინააღმდეგ ითამაშებს

მაიამის მასტერსი: ბასილაშვილი ჰაასეს წინააღმდეგ ითამაშებს

მაიამის 1000-იანი მასტერსის 1/16 ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს დაუპირისპირდება. ქართველი ჩოგბურთელი მაიამის ღია პირველობაზე ძირითად ბადეში მე-17 ნომრად იყო განთესილი და პირველივე შეხვედრაში, გერმანელი მიშა ზვერევი იოლად, ორ სეტში – 6:3, 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მონფილსი-ჰაასეს წყვილს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვედროდა, თუმცა მონფილსმა ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა. გარდა ერთეულთა თანრიგისა, პირველი გამარჯვება მოიპოვა წყვილებში ქართველმა, მოლდოველ მეწყვილეთან ერთად. ბასილაშვილი-ალბოტის ტანდებმმა მაქლაქლანი-სკუპსკის წყვილს 6:2, 6:4 სძლია. ნიკოლოზ ბასილაშვილისა და…

მეტი

მაიამის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიშა ზვერევი იოლად დაამარცხა

მაიამის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიშა ზვერევი იოლად დაამარცხა

წარმატებით აიღო სტარტი მაიამის მასტერსზე, ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე, ძირითად ბადეში, მე-17 ნომრად იყო განთესილი და მისი პირველი მეტოქე, გერმანელი მიშა ზვერევი იყო, რომელიც ახლა, მსოფლიო კვალიფიკაციაში 75-ე ადგილს იკავებს, საუკეთესო მაჩვენებელი კი, კარიერაში 25-ე პოზიცია ჰქონდა. ბასილაშვილს, მეტოქის დასამარცხებლად, სულ საათი და რვა წუთი დასჭირდა და ორ სეტში, იოლად – 6:3, 6:2 მოიგო. საინტერესოა, რომ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ და ქართველმა გერმანელს პირველად მოუგო. ბასილასშვილმა დღეს 20 სარეიტინგო ქულა შეიძინა…

მეტი

“მადლობა, ჩემო ბიჭო” – ნიკა ბასილაშვილი მაიამიში ზაზა ფაჩულიას თამაშს დაესწრო

“მადლობა, ჩემო ბიჭო” – ნიკა ბასილაშვილი მაიამიში ზაზა ფაჩულიას თამაშს დაესწრო

“დეტროიტ პიტონსის” ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, სოციალურ ქსელში, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ზაზას გუნდს, გამთენიას, მაიამიში, “მაიამი ჰიტთან” შეხვედრა ჰქონდა, რომელიც 108:74 წააგო. American Airlines Arena-ზე, ქართველი ჩოგბურთელი თანამემამულის საგულშემატკივროდ მივიდა. “მადლობა, ჩემო ბიჭო, მოსვლისა და თამაშზე მხარდაჭერისთვის”, – წერს ზაზა ფაჩულია. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან “ინდიან უელსის” 1000-იან მასტერსზე პირველივე შეხვედრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიო კვალიფიკაციის მე-18 ნომერი ახლა მაიამიშია და მორიგი ტურნირისთვის ემზადება.

მეტი

როჯერ ფედერერმა კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო

როჯერ ფედერერმა კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, დოჰას ტურნირის მოგებით კარიერაში თავისი მე-100 ტურნირი მოიგო. 37 წლის ჩოგბურთელმა, ტურნირის ფინალში, ბერძენი სტეფანოს ციციპასი, ორ სეტში – 6:4, 6:4 დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობაზე განცდილი მარცხისთვის, ახალაგზრდა ბერძენს რევანშიც აუღო. შეხვედრა საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. “ახლა ჩემი ყველა ოცნება ახდა. დუბაის ტურნირი მერვედ მოვიგე, ხოლო კარიერაში ეს მეასეა.  რაც შეეხება ბერძენს, ის, მგონი, მაშინ დაიბადა, როდესაც მე ATP-ს პირველი ტიტული მოვიგე, (სტეფანოს ციციპასი 1998 წლის აგვისტოში დაიბადა),…

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა და მსოფლიოს მე-18 ჩოგანი გახდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა და მსოფლიოს მე-18 ჩოგანი გახდა

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს  მსოფლიოს მე-12 ჩოგანს,  კარენ ხაჩანოვს, ორ სეტში, ძალიან დამაჯერებლად – 6:4, 6:1 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბასილაშვილს რუსი მეტოქის დასამარცხებლად მხოლოდ 1 საათი და 11 წუთი დასჭირდა, ამ გამარჯვებით კი მსოფლიო კვალიფიკაციაში მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. დოჰას ტურნირზე, ბასილაშვილის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა. ბასილაშვილი, უნგრელ მეტოქესთან, ორ სეტში – 7:6, 6:1 დამარცხდა. პირველი სეტის ბედი ტაიბრეიქებში გადაწყდა, სადაც ქართველმა მარტონ ფუქსოვიჩთან 7:1 წააგო, მეორე სეტში კი უშანსოდ დამარცხდა. შეხვედრამ საათსა და 21 წუთს გასტანა. მიუხედავად მარცხისა, ბასილაშვილი, ამ მომენტისთვის, კვლავ მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომრად რჩება.

მეტი

როტერდამის ტურნირი: ბასილაშვილი ფუქსოვიჩის წინააღმდეგ

როტერდამის ტურნირი: ბასილაშვილი ფუქსოვიჩის წინააღმდეგ

როტერდამის 500-იანი ტურნირის 1/8 ფინალში, დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს დაუპირისპირდება. მერვედფინალში გასასვლელად, ქართველმა ჩოგბურთელმა კორეელ ჩუნგთან საკმაოდ მძიმე შეხვედრა გადალახა და სამ სეტში – 6:4, 6:7, 2:6 დაამარცხა. დღევანდელი მეტოქე მსოფლიო კვალიფიკაციაში 38-ე ადგილზე იმყოფება, ნიკა კი სოფიას ტურნირის შემდეგ მე-20 პოზიციაზეა და ადგილის შესანარჩუნებლად მოგება ესაჭიროება. ბასილაშვილი და ფუქსოვიჩი აქამდე ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ, ორი მოგება უნგრელის ანგარიშზეა, ერთხელ კი ქართველმა ჩოგბურთელმა იმარჯვა. დაპირისპირება, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მეტი
1 2