ჩისკო: “დინამომ” ეს მოთხოვნა წამიყენა – Exclusive

ჩისკო: “დინამომ” ეს მოთხოვნა წამიყენა – Exclusive

“დინამო თბილისს” ჩისკო მუნიოსი აღარ გაწვრთნის. ესპანელმა სპეციალისტმა “რეკორდერს” ექსკლუზიურად დაუდასტურა კლუბიდან წასვლა და გაშვების მიზეზებზე ისაუბრა. მუნიოსის განცხადებით, “დინამომ” მას მწვრთნელის პრო ლიცენზია მოსთხოვა, რომლის სწავლებასაც ესპანელი ამ დრომე გადის. “დიახ, არ ვაგრძელებ თანამშრომლობას “დინამოსთან”, იმიტომ, რომ ველოდები პრო ლიცენზიას და არ ვიცი ეს ლიცენზია იქნება 1 დღეში თუ 5 თვეში. “დინამომ” მე ეს მოთხოვნა წამიყენა. სიმართლე არის ის, რომ მე “დინამო” მიყვარს და ის ჩემი ცხოვრებაა”, – განუცხადა “რეკორდერს” ესპანელმა. ჩისკო მუნიოსმა “დინამო…

მეტი

ჩისკო გაუშვეს, “დინამო თბილისს” კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

ჩისკო გაუშვეს, “დინამო თბილისს” კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

“დინამო თბილისს” კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. “რეკორდერს” კლუბიდან წასვლა გუნდის უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმაც დაუდასტურა. ამ ინფორმაციას “რეკორდერს” უდასტურებენ კლუბშიც. ესპანური სამწვრთნელი შტაბი გუნდიდან დათხოვნილია, თუმცა მიზეზები ჯერ-ჯერობით, უცნობია. ხისკო მუნიოსმა და ფელის ვისენტემ, 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1-ის სეზონი ტრიუმფით დაასრულეს, 10 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და სამ წლიანი პაუზის შემდეგ, “დინამოს” ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინეს. “რეკორდერის” ინფორმაციით, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ესპანელს პრო ლიცენზიის საკითხზე წაუყენა მოთხოვნა, რომელიც ჩისკოს ამ დრომდე არ აუღია.

მეტი

რომან ფიფია: “დინამო თბილისი“ ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია

რომან ფიფია: “დინამო თბილისი“ ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია

„დინამო თბილისი“ ქართული საფეხბურთო გუნდებიდან ერთადერთი იყო, რომელმაც ევროსარბიელზე ყველაზე კარგი შედეგი და ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა. ფეხბურთი, რომელიც იმედის საფუძველს იძლევა… სამწუხაროა, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, საქართველოს ჩემპიონისგან განსხვავებით, წილისყრაში არ გაუმართლა და ისეთ გუნდს შეახვედრა, როგორიც ჰოლანდიური „ფეინოორდია“. „დინამომ“ პირველი მატჩი წააგო, განმეორებით შეხვედრაში ჩისკო მუნიოსის გუნდს სითამამე დააკლდა, მაგრამ დაანახა საზოგადოებას, რომ მას მომავალი აქვს და ამ თამაშის მოგებაც შეეძლო. არის თუ არა ის ხარისხი და შედეგი დამაკმაყოფილებელი კლუბის პრეზიდენტისთვის, რომან ფიფია…

მეტი

ბანერი, რომლის გამოც უეფამ “დინამო თბილისი”დასაჯა

ბანერი, რომლის გამოც უეფამ “დინამო თბილისი”დასაჯა

უეფას გადაწყვეტილებით, “დინამო თბილისი” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას, “ფეინოორდის” წინაღმდეგ, “დინამო არენაზე”, 15 აგვისტოს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. ამის მიზეზი კი, უეფას განმარტებით გახდა ბანერი, რომელიც ნაცისტურ სიმბოლიკას შეიცავდა, რიცხვით – 88. როგორც”დინამო თბილისმა” “რეკორდერს” განუმარტა, ბანერზე, არა 88, არამედ 1988 წელი აწერია, თარიღი, როდესაც ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა კომპაქტურადდა ჯგუფურად დაიწყო გუნდის გასვლით თამაშებზე სიარული. სწორედ ამ თარიღს აღნიშნავს ბანერზე დატანილი წელი და სლოგანი – old school. კლუბში ამბობენ, რომ უეფაში გადაწყვეტილება უკვე…

მეტი