მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, მთელი მსოფლიო საფრთხეშია!

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, მთელი მსოფლიო საფრთხეშია!

“ეპიდაფეთქება გრძელდება. კორონავირუსი 2019-nCoV, შესაძლოა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გავრცელდეს. ჩვენ ამას, დიდი ხანია, ვწინასწარმეტყველებთ”, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქრისტიან ლინდმაიერმა. დღეს, ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ნიგერიასა და ახალ ზელანდიაში. ვირუსმა დედამიწის ყველა კონტინენტი მოიცვა, ანტარქტიდის გარდა. ვირუსის გავრცელების მხრივ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, პირველ ადგილას სამხრეთ კორეაა. მხოლოდ ერთ დღეში, დაავადებულთა რაოდენობა აქ 315-დან 2337-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავს შეუძლოდ გრძნობს რომის პაპი, რომელმაც რამდენიმე ღვთისმსახურება გადადო და…

მეტი

კორონავირუსის საფრთხე – 60 მილიონი ადამიანი კარანტინშია

კორონავირუსის საფრთხე – 60 მილიონი ადამიანი კარანტინშია

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება ეპიდემია Covid-19, რომელსაც კორონავირუსი იწვევს. დაავადებამ ჩინეთში უკვე იმსხვერპლა 1600 ადამიანი. სულ, მსოფლიოში, დაავადებულთა რაოდენობა 70 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა კი – 1770-ს. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში მცხოვრებთათვის საკარანტინო პირობები გაამკაცრა. 60 მილიონ ადამიანს აკრძალული აქვს სახლიდან გამოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. აკრძალულია პირადი ავტომობილებით გადაადგილებაც. სამ დღეში ერთხელ, ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს შეუძლია დატოვოს საცხოვრებელი ადგილი საკვების, წამლებისა და ჰიგიენის პროდუქტების შესაძენად. ქუჩაში თითოეული გამომსვლელი აღირიცხება. მრავალსართულიან სახლებში…

მეტი

ჩინეთში, ეპიდემიის ზონაში მყოფი ოთხი ქართველი კარანტინს თურქეთში გაივლის

ჩინეთში, ეპიდემიის ზონაში მყოფი ოთხი ქართველი კარანტინს თურქეთში გაივლის

ჩინეთში მყოფმა საქართველოს 4-მა მოქალაქემ ევაკუაციაზე თანხმობა განაცხადა. ისინი სამხედრო თვითმფრინავით თურქეთში გადაფრინდებიან, სადაც კარანტინის პერიოდს გაივლიან. ფრენას თურქეთის მხარე უზრუნველყოფს. „ამ დროისათვის თანხმობა განაცხადა საქართველოს ოთხმა მოქალაქემ, თუმცა ჩინეთში ტურისტად მყოფი რამდენიმე მოქალაქეც დაგვიკავშირდა. ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რომ მათი გადმოყვანაც მოხდეს. ისინი კარანტინს თურქეთში გაივლიან. თურქეთი კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით. ამაში ასევე აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ყველას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის“, – აცხადებს ეკა ტიკარაძე. ამ…

მეტი

საქართველოსა და ჩინეთს შორის ფრენა შეჩერებულია

საქართველოსა და ჩინეთს შორის ფრენა შეჩერებულია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო იქნა მიღებული.  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით ფრენის შეჩერების შესახებ უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე 2020 წლის 29 მარტამდე. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნას ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული…

მეტი

რა არის კორონავირუსი? – როგორ ვრცელდება მკვლელი ვირუსი ადამიანებზე

რა არის კორონავირუსი? – როგორ ვრცელდება მკვლელი ვირუსი ადამიანებზე

კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომელიც იწვევს რესპირატორულ ინფექციებს, დაწყებული მწვავე რესპირატორული სინდრომით. ჩინეთში გავრცელებული ვირუსი კი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში. ჩინური მედიასაშუალებების ცნობით, ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია. ახალი კორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი. პირველად, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა. შემდეგ კი ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი….

მეტი

ახალმა კორონავისურსმა ჩინეთიდან აშშ-ში შეაღწია

ახალმა კორონავისურსმა ჩინეთიდან აშშ-ში შეაღწია

ახალი ვირუსი, რომელიც სასუნთქ გზებს აზიანებს, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთის ხელისუფლებამ კიდევ 140 ადამიანის დაინფიცირების ფაქტი დაადასტურა. მათი უმეტესობა ქალაქ უხანში ცხოვრობს, სადაც ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. თუმცა ვირუსი უკვე გავრცელდა პეკინში და აშშ-შიც შეაღწია. ჩინეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ეპიდემია სწრაფად გავრცელდება. ამასთან, 25 იანვარს მილიონობით ჩინელი მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავს. ამ დღეს ისინი სტუმრად მიდიან ნათესავებთან და მეგობრებთან, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რაც, თავის მხრივ, ვირუსის გავრცელების დამატებით საფრთხეს ქმნის….

მეტი

ტაივანმა – პირველმა აზიაში, ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა

ტაივანმა – პირველმა აზიაში, ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა

ტაივანის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა. ამრიგად, კუნძული, რომელსაც ჩინეთი თავის პროვინციად თვლის, პირველი ადგილი გახდა აზიაში, რომელმაც გეი-კავშირების ლეგალიზება მოახდინა. ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა 66-მა პარლამენტარმა, წინააღმდეგი წავიდა 27 პარლამენტარი. კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელს მოაწერს ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინვენი – პირველი ქალი, რომელიც ამ პოსტზე 2016 წელს აირჩიეს. თავისი პოზიცია მან “ტვიტერის” გვერდზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა: “2019 წლის 17 მაისს ტაივანში სიყვარულმა გაიმარჯვა. ჩვენ გადავდგით დიდი ნაბიჯი თანასწორობისკენ და…

მეტი

47 დაღუპული – აფეთქება ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში

47 დაღუპული – აფეთქება ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში

ჩინეთის აღმოსავლეთით, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “სინხუა” ავრცელებს. აფეთქება “ცზიანსუ ტიანცზიაის” ქარხანაში, ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 14:50 საათზე მოხდა. აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა, რომელიც მეზობელ შენობებზეც გავრცელდა. 640-მდე ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქედან 90-მდე დაშვებულის მდგომარეობა კრიტიკულია. აფეთქების ტალღამ ინციდენტის ადგილიდან 5 კილომეტრის რადიუსში მდებარე შენობებზე ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების დროს, რყევამ 2,2 მაგნიტუდა შეადგინა. Henglida-ს ქარხნის თანამშრომლებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან 3 კილომეტრის…

მეტი

ჩინეთის უძველეს სამარხში “უკვდავების ელექსირი” იპოვეს

ჩინეთის უძველეს სამარხში “უკვდავების ელექსირი” იპოვეს

უძველეს სამარხში, ჩინეთის პროვინცია ხენანში, არქეოლოგებმა ბრინჯაოს დოქი იპოვეს – ლეგენდარული “უკვდავების ელექსირით”. ეს ელექსირი არაერთხელაა მოხსენიებული დაოსურ მითებში, მაგრამ აქამდე არ ყოფილა არანაირი დამადასტურებელი მასალა, არსებობდა თუ არა ის სინამდვილეში. ხანის დასავლეთ დინასტიის ეპოქის სამარხი (ძვ.წ. 202 – ჩვ.წ. 8 წწ.) ქალაქ ლოიანში ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს და მასთან ერთად, 3,5 ლიტრიანი დოქი გაურკვეველი შიგთავსით. სითხეს ალკოჰოლის მსუბუქი არომატი დაჰკრავდა და მკვლევარებმა თავდაპირველად გადაწყვიტეს, რომ ეს იყო ძველი ჭურჭელი ღვინით. თუმცა ჩატარებულმა…

მეტი

ევერესტის საბაზო ბანაკი ტიბეტში ტურისტებისთვის დაიხურა

ევერესტის საბაზო ბანაკი ტიბეტში ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ევერესტის ჩრდილოეთით მდებარე საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის გაურკვეველი დროით დახურა. თუმცა იმ ალპინისტებს, რომლებსაც მთაზე ასვლის ნება აქვთ, შეუძლიათ, ისევ ისარგებლონ ამ ბანაკით, რომელიც  ტიბეტის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 5150 მეტრზე მდებარეობს. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ბანაკის ახლოს დიდი რაოდენობით ნაგავი დაგროვდა და ტერიტორია გაწმენდას საჭიროებს. ტურისტებს ასვლა მხოლოდ რონგბუკის მონატრამდე შეეძლებათ, რომელიც საბაზო ბანაკამდე 170 მეტრით ქვემოთ მდებარეობს, ზღვის დონიდან 4980 მეტრზე.  ევერესტის ნახვის მსურველ ტურისტთა დიდი ნაწილი სამხრეთის საბაზო ბანაკში…

მეტი