ცესკომ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

ცესკომ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის პრეს-სპიკერმა მედიას წინასწარი შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ დეტალური მონაცემები ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. „სამწუხაროდ, კენჭისყრის დღეს, მათ შორის, ხმების დათვლის პროცესში, იკვეთებოდა სარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის, საქმიანობის ხელის შეშლის ტენდენცია, რაც კანონიერი მექანიზმების გამოყენების გარეშე, შეუძლებელს ხდიდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ფუნქციების განხორციელებას. ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ დაფიქსირდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების…

მეტი

გიორგი გახარიამ 19 მაისის შუალედური არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა

გიორგი გახარიამ 19 მაისის შუალედური არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანება: 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად …

მეტი