წყალბურთი: “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს

წყალბურთი: “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს

წყალბურთის გუნდი “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს. ამ ინფორმაციას კლუბი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. როგორც კლუბი იუწყება, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით, ევროპის TOP 16 გუნდს შორის ითამაშებს. 30 აგვისტოს, ბარსელონაში გამართულ კენჭისყრაზე, ცნობილი გახდება ჯგუფი, რომელშიც ჩვენი გუნდი მოხვდება. “მადლობას ვუხდით საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას თანადგომისთვის”, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი

“საბურთალო” ზაგრების “დინამოს” ხვალ დაუპირისპირდება

“საბურთალო” ზაგრების “დინამოს” ხვალ დაუპირისპირდება

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩს, საქართველოს ჩემპიონი “საბურთალო”, ხვალ ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ, მიხეილ მესხის არენაზე გამართავს. “საბურთალოსა” და “დინამო ზაგრების” მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში. კლუბის გადაწყვეტილებით, ბილეთის ფასი, სიმბოლური 1 ლარი იქნება. უეფას გადაწყვეტილებით, განმეორებით შეხვედრაში, ხორვატი გულშემატკივრები თამაშზე არ დაიშვებიან. ის მომხმარებლები, რომლებიც, მოუხედავად ამ გაფრთხილებისა, შეიძენენ მატჩზე დასასწრებ ბილეთს, შემოწმების შედეგად არ დაიშვებიან სტადიონზე და ბილეთის თანხის დაბრუნებაც არ მოხდება. მატჩი,…

მეტი

“საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

“საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

თბილისის “საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონმა გასვლაზე 0:3 მოიგო, “მიხეილ მესხზე” შეხვედრა მოულოდნელი სცენარით წარიმართა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველ საწყის ათ წუთში სამი გოლი გაუშვა და გასვლაზე მოპოვებული უპირატესობა ერთი ხელის მოსმით გაანიავა. ლატიფმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა და “შერიფი” დააწინაურა. სწრაფი გოლის შოკიდან არც კი იყო გამოსული “საბურთალო”, როდესაც  ზუსტად ხუთ წუთში გაგი მარგველაშვილისა და მეკარის შეუთანხმებელ ქმედებას ავტოგოლი მოჰყვა და მოლდოველებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა, როგორც…

მეტი

“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონი “ლივერპულმა” ტრიუმფით დაასრულა. იურგენ კლოპის გუნდმა, მადრიდში, ინგლისურ ფინალში “ტოტენჰემი” 2:0 დაამარცხა. შეხვედრის დაწყებიდან 24-ე წამზე, “ტოტენჰემის” მცველმა საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, მატჩის მთავარმა არბიტრმა კი 11 მეტრიანი დანიშნა, რომელიც მოჰამედ სალაჰმა ზუსტად შეასრულა და “ლივერპული” დააწინაურა. მატჩი, მთლიანობაში, ძალიან არასანახაობრივი და უინტერესო გამოდგა. გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, თუმცა წერტილი დაპირისპირებას ორიჯიმ დაუსვა, რომელმაც 87-ე წუთზე “მამლების” კარში მეორე ბურთი გაიტანა. გერმანელმა სპეციალისტისმა, იურგენ კლოპმა, ჩემპიონთა ლიგა კარიერაში პირველად…

მეტი

ვარსკვლავები ბრუნდებიან – კახა კალაძე დღეს ლივერპულში ლეგენდების მატჩში ითამაშებს

ვარსკვლავები ბრუნდებიან – კახა კალაძე დღეს ლივერპულში ლეგენდების მატჩში ითამაშებს

დღეს, ინგლისის ქალაქ ლივერპულში, “ლივერპულისა” და “მილანის” ლეგენდებს შორის საქველმოქმედო ამხანაგური მატჩი იმართება, რომელშიც მონაწილეობას თბილისის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის ორგზის ჩემპიონი, კახა კალაძეც მიიღებს. დაგეგმილ მატჩს თბილისის მერი სოციალურ ქსელში ეხმაურება და “ლივერპულთან”, ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილ მარცხსაც იხსენებს: “ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ განვიცადო ის გრძნობა, როდესაც საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადები. მიხარია, რომ ვხვდები ჩემს თანაგუნდელებს, მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 10 წელი გავატარე. ჩემს კარიერას “მილანში” წარმატებულს დავარქმევდი….

მეტი

“ჩემი ცოლი ძალიან ბედნიერია” – ლუის ვან გაალი ფეხბურთიდან წავიდა

“ჩემი ცოლი ძალიან ბედნიერია” – ლუის ვან გაალი ფეხბურთიდან წავიდა

ჰოლანდიელი საფეხბურთო სპეციალისტი ლუის ვან გაალი ფეხბურთიდან მიდის. სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 67 წლის სპეციალისტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. “ჩემმა ცოლმა მუშაობა შეწყვიტა 22 წლის წინ, რადგან ჩემი სამსახურისთვის უცხოეთში მხარი დაეჭირა და ჩემთან ერთად ეცხოვრა. მე მას დავპირდი, რომ ფეხბურთიდან 55 წლის წავიდოდი, ახლა კი 65-ზე მეტის ვარ. ფეხბურთის მსგავსად, ჩემმა მეუღლემ ლუის ვან გაალთან ერთად იცხოვრა და ამ გადაწყვეტილებით, ახლა ის ძალიან ბედნიერია”, – განაცხადა ლუის ვან გაალმა. ვან გაალმა, ჰოლანდიის ჩემპიონის…

მეტი

ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალისტები დაწყვილდნენ

ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალისტები დაწყვილდნენ

რამდენიმე წუთის წინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური წყვილების წილისყრა გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება იწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დანარჩენ გუნდს წილისწყრაში მეტ-ნაკლებად გაუმართლა. პირველ შეხვედრას კატალონიელები უმასპინძლებენ. იტალიური “იუვენტუსი” პირველ შეხვედრას გასვლაზე, ჰოლანდიაში, “აიაქსის” წინააღმდეგ ჩაატარებს. ორივე გუნდმა, თითქმის უიმედო მდგომარეობიდან შეძლო 1/4 ფინალში გასვლა. “აიაქსმა” შინ წააგო, თუმცა გასვლაზე “რეალი” 1:4 გაანადგურა, “იუვენტუსს” კი “ატლეტიკოსთან” გასვლითი მატჩი 2:0 ჰქონდა წაგებული და რთული წარმოსდგენი იყო,…

მეტი

ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალში” დაბრუნდა

ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალში” დაბრუნდა

ზინედინ ზიდანი ისევ  მადრიდის “რეალის” გაწვრთნის. “სამეფო კლუბმა” ეს ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დაადასტურა. მადრიდული კლუბის პრეზიდენტის მიზანი, ბოლო პერიოდში, სწორედ ფრანგი სპეციალისტის უკან დაბრუნება იყო. ყველასთვის მოულოდნელი იყო, გასული წლის ივნისის დასაწყისში, ზიდანის გადაწყვეტილება, როდესაც მან კლუბი დატოვა. მაშინ მედია რამდენიმე მიზეზზე საუბრობდა, თუმცა ოფიციალურად, არც  ერთი ვერსია არ დადასტურებულა. წელს, ესპანელებს კატასტროფული შედეგები აქვთ. გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, თანაც – სამარცხვინოდ. “სამეფო კლუბმა” ჰოლანდიურ “აიაქსთან”, შინ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამანადგურებელი მარცხი (1:4) განიცადა…

მეტი

ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, ფრანგმა ტაქსისტმა, პარიზში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი დაჭრა

ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, ფრანგმა ტაქსისტმა, პარიზში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი დაჭრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებს, პარიზში, ფრანგი ტაქსისტი დაესხა თავს. ინციდენტი ჩემპიონთა ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც ფრანგულმა “პსჟ”-მ, გასვლაზე 0:2 მოგებული შეხვედრის შემდეგ, ინგლისურ კლუბთან შინ, 1:3 წააგო და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა. ფრანგული მედიის ცნობით, “მანჩესტერის” 4 გულშემატკივარი, ტაქსით მგზავრობისას, საყვარელი გუნდის საგულშემატკივრო სიმღერებს ასრულებდა, რა დროსაც, გაბრაზებულმა ტაქსისტმა ერთ-ერთ მათგანს დანა დაარტყა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ცნობილია, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი მძღოლი კი,…

მეტი