საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის 12-გზის ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის 12-გზის ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, დღეს პარიზში მოიგო. ლევან მაისაშვილის გუნდი, ჟან ბუენზეს სახელობის სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპირდა და 24:39 დაამარცხა, რითაც ევროპის ჩემპიონის ტიტული ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ბორღჯალოსნები ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეთორმეტედ დაეუფლნენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას, ბორღჯალოსნები 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. ფოტო: რაგბის კავშირი

მეტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია გაანადგურა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია გაანადგურა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რაგბი ევროპის მეორე ტურში, ქუთაისში, “აია არენაზე” ბელგიას უმასპინძლა და 78:6 გაანადგურა. ბორჯღალოსნები მე-7 წუთზე ტაბუცაძის ლელოთი დაწინაურდნენ. პირველ ნახევარში, მეტოქის ნახევარზე 4 ლელო დავდეთ, მეტოქემ კი 80 წუთში მოპოვებული 6 ქულა სწორედ პირველ ტაიმში, საჯარიმო დარტყმებით მოიპოვა. მეორე ნახევარი ქართველი მორაგბეების უდიდესი უპირატესობით წარიმართა. ჯამში, მეორე ნახევარში, ბორჯღალოსნებმა 45 ქულა მიითვალეს, ბელგიელებმა კი დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნეს. ჯგუფში საქართველო 14 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ლევან მაისაშვილის შეგირდებს სამიდან სამი მოგება აქვთ, რუსეთი…

მეტი

ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი საქართველოში რჩება

ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი საქართველოში რჩება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, წლის პირველი შეხვედრა, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ, “დინამო არენაზე” დამაჯერებელი ანგარიშით – 41:13 მოიგო. ლევან მაისაშვილის გუნდი მე-7 წუთზე თედო აბჟანდაძემ ლელოთი დააწინაურა, მანვე შეასრულა გარდასახვაც, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ, მსაჯმა ქართველები ორჯერ დააჯარიმა და რუმინეთის ნაკრები წინ გავიდა – 5:6. პირველი ტაიმის ბოლოს აბჟანდაძემ გაიტანა ჯარიმა და შესვენებაზე ბორჯღალოსნები მცირე უპირატესობით გავიდნენ – 8:6. მეორე ნახევარი ქართველი მორაგბეების სრული დომინაციით წარიმართა და ეს შედეგშიც აისახა. მოდებაძის და გიგაშვილის ლელოების შემდეგ,…

მეტი

მილტონ ჰეიგი: უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია

მილტონ ჰეიგი: უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია

ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯრალოსნებმა ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ, ასევე მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პირველი კითხვა ახალ ზელანდიელ სპეციალისტს ეხებოდა, რომელმაც აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთა: „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგვეძლო, დიდ მატჩებში კი, გამოცდილება მნიშვნელოვანია. გუნდში არიან ახალგაზრდებიც – კვესელაძე, აფრასიძე, საღინაძე და ისინი საჭირო ენერგიას მოიტანენ, თუმცა მთლიანობაში, სათადარიგო სკამის ჩათვლით, აქცენტი გამოცდილებაზე გავაკეთეთ“. ჰეიგმა განსაკუთრებული ყურადღება 9-10 ნომრებზე გელა აფრასიძისა და…

მეტი

მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა ურუგვაი 33:7 დაამარცხეს

მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა ურუგვაი 33:7 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, იაპონიაში მინდინარე მსოფლიო თასის მეორე ტურში, ურუგვაის ნაკრებს 33:7 სძლია. პირველად, მსოფლიო თასზე, ქართველმა ბორჯღალოსნებმა პირველი ბონუს ქულაც აიღეს. მატჩის მე-9 წუთზე თოდუამ ურუგვაელების ნახევარზე ლელო გაიტანა. 30-ე წუთზე კი გიორგაძემ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ლელოს გარდასახვა ამ ეპიზოდში აბჟანდაძეს არ გასჭირვებია. შეხვედრის პირველი ნახევარი 12:7 დასრულდა, მეორეში კი მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ. მილტოკ ჰეიგის გუნდმა მეორე ტაიმში მეტოქეს 21 ქულა აუღო. ლელოები ჩილაჩავას, ბრეგვაძის და კვესელაძის ანგარიშზეა. ყველა ლელო კი აბჟანდაძემ…

მეტი

მილტონ ჰეიგი: შოტლანდიასთან ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია

მილტონ ჰეიგი: შოტლანდიასთან ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ხვალ, “დინამო არენაზე” ისტორიულ ტესტ მატჩს ჩაატარებს. შოტლანდიასთან დაპირისპირებამდე, მილტონ ჰეიგის გუნდმა კაპიტნის ვარჯიში “დინამო არენაზე” ჩაატარა, შემდეგ კი ჰეიგმა და კაპიტანმა, მიხეილ ნარიაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მილტონ ჰეიგის განცხადებით, ხვალინდელ შეხვედრაში სტადიონზე გულშემატკივრის მრავლად ყოფნას დიდი მნიშვნელობა ექნება. “ბედნიერები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება ტიერ1-ის გუნდს მშობლიურ მიწაზე ვეთამაშოთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების და რაც მთავარია, ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ამ თამაშის ისტორიული მნიშვნელობა ჩვენთვის დამხმარე ფაქტორია…

მეტი

გამარჯვება 12 წუთში: საქართველო – სამხრეთ აფრიკა 24:20

გამარჯვება 12 წუთში: საქართველო – სამხრეთ აფრიკა 24:20

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მოსამზადებელ მატჩში, სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზს “საუზერნ კინგსს” თამაში დასკვნით წუთებში შემოუტრიალეს, სამი ლელო გაუტანეს და 24:20 დაამარცხეს. მილტონ ჰეიგის შეგირდებს ამ მატჩამდე ბოლო თამაში 5,5 თვის წინ ჰქონდათ გამართული, მოსამზადებელი ეტაპის პირველი ორი ბლოკი კი, უმთავრესად ფიზმომზადებას ემსახურებოდა. გუნდი სულ ახლახანს გადავიდა ბურთით ვარჯიშზე, ტექნიკური და ტაქტიკური ნიუანსების დახვეწაზე და ამ ყველაფრის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ჩვენს თამაშში გარკვეული ხარვეზები იქნებოდა. მოლოდინი გამართლდა და მთელი მატჩის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ…

მეტი

როგორ აღნიშნეს ქართველმა მორაგბეებმა რუსეთთან გამარჯვება (ვიდეო)

როგორ აღნიშნეს ქართველმა მორაგბეებმა რუსეთთან გამარჯვება (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, რუსეთის ნაკრები, კრასნოდარში 6:22 დაამარცხეს და 30 წლიანი წაუგებელი სერია გააგრძელეს. დღესვე, “ყუბანის” სტადიონზე, ბორჯღალოსნებს კუთვნილი ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი გადაეცათ. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველ მორაგბეებს ტრადიციული მესამე ტაიმი ჰქონდათ, სადაც ბევრი იმღერეს, იცეკვეს და როგორც ვიდეოდან ჩანს, კარგად მოილხინეს. ვიდეო: საზოგადოებრივი ფოტო: რაგბის კავშირი

მეტი

რუსეთი დამარცხებულია – ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპა ტრიუმფით დაასრულეს

რუსეთი დამარცხებულია – ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპა ტრიუმფით დაასრულეს

რაგბის ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით და რუსეთის ნაკრების გამარჯვებით დაასრულა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა. ტურნირის ბოლო ტურში, ბორჯღალოსნები, კრასნოდარში, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 6:22 დაამარცხეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებს ერთი შეხვედრაც კი არ წაუგია და ჩემპიონობაც, ბოლო ტურამდე, ერთი მატჩით ადრე გაინაღდა. მე-8 წუთზე, საქართველო სოსო მათიაშვილმა დააწინაურა, რუსებმა გათნაბრება 32-ე წუთზე შეძლეს, თუმცა პირველი ნახევარი, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა 3:10 მოიგეს. მეორე ნახევარში, მასპინძლებმა მხოლოდ სამი ქულის აღება შეძლეს საჯარიმოთი, ქართველებიდან კი რუსეთის ნახევარზე…

მეტი

საქართველოს რუქა მაისურებზე – ბორჯღალოსნები რუსეთში გამარჯვებისთვის იბრძვიან

საქართველოს რუქა მაისურებზე – ბორჯღალოსნები რუსეთში გამარჯვებისთვის იბრძვიან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის  ბოლო ტურში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, “ყუბანის” სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება. ქართველი მორაგებეები, სტადიონზე, მატჩის დაწყების წინ სპეციალური მაისურებით გამოჩნდნენ, სადაც საქართველოს რუკაა დატანილი და ამით, რუსებს მიანიშნეს, რომ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოა. ბორჯღალოსნებს რუსეთთან 1996 წლის შემდეგ არ წაუგიათ. ამ მომენტში, შეხვედრის პირველი ნახევარი მიმდინარეობს და ანგარიში, საჯარიმოებით – 3:3-ია. ფოტო: რაგბის კავშირი

მეტი
1 2