საქართველოს თასი ჭიდაობაში, ბათუმში, 8-13 დეკემბერს ჩატარდება

საქართველოს თასი ჭიდაობაში, ბათუმში, 8-13 დეკემბერს ჩატარდება

საქართველოს თასი, თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმის ახალი სპორტის სასახლეში 8-13 დეკემბერს გაიმართება. ტურნირის ბათუმში ჩატარების მიზანი, როგორც დებულებაში წერია, ჭიდაობის პოპულარიზაცია და ეროვნული ნაკრები გუნდების შევსება-დაკომპლექტებაა. საქართველოს თასზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ, რომლებიც ხალიჩაზე 9, 10 და 11 დეკემბერს გამოვლენ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები კი შეჯიბრებაში 11 დეკემბრიდან ჩაერთვებიან. სწორედ საქართველოს თასის გამარჯვებულებით დაკომპლექტდება თავისუფალი და ბერძნულ რომაული ნაკრებების შემადგენლობები ევროპის…

მეტი

აკაკი ჩაჩუა და ამირან სვანიძე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან

აკაკი ჩაჩუა და ამირან სვანიძე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს, საქართველოს ვეტერან მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 9 ოქტომბერს, მედლების 12 კომპლექტი გათამაშდა, C (46-დან 50 წლამდე) და D (51-დან 55 წლამდე) დივიზიონებში. სიდნეის ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აკაკი ჩაჩუამ (70 კგ. C დივიზიონი) და ამირან სვანიძემ (88 კგ. C დივიზიონი) ყველა შეხვედრა მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. დავით კუპრაშვილმა (100 კგ. C დივიზიონი) მეორე ადგილი დაიკავა, მალხაზ გოგოლაძემ…

მეტი

12 წლის შემდეგ პირველად – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონია

12 წლის შემდეგ პირველად – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონია

12 წლის შემდეგ პირველად – საქართველოს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 55 კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა ფალავანმა, ნუგზარ წურწუმიამ, კარიერაში პირველად, ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალში, წურწუმიამ მასპინძელი ზაკანშა აშკარა უპირატესობით 0:9 დაამარცხა და ეროვნულ გუნდს პირველი მედალი მოუტანა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად წურწუმიას მხოლოდ 59 წამი დასჭირდა. დღესვე, ოქროს მედლისთვის ლაშა გობაძე (82კგ) იჭიდავებს, რომელიც აზერბაიჯანელ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ტოკიოს 2020 წლის…

მეტი

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი მელია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი მელია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გიორგი მელია (97კგ) ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. გიორგი მელიამ ფინალში გამსვლელი დაპირისპირება სომეხ ალექსანიანთან 1:3 დათმო, თუმცა, 1/4 ფინალში, ფრანგ მეტოქესთან გამარჯვებით საქართველოს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მელია მსოფლიო ჩემპიონატზე, უფროსებს შორის, დებიუტანტია. რამდენიმე წუთში კი, ეროვნული გუნდის ორი წევრი, ნუგზარ წურწუმია (55კგ) და ლაშა გობაძე (82კგ) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისა და ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ. წურწუმია მასპინძელ ხაკანშას დაეჭიდება,…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძე მსოფლიო ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძე მსოფლიო ჩემპიონია

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძემ (67 კგ) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა, ფინალში სომეხი ხაჩატრიანი 6-3 დაამარცხა, ფინალამდე კი სამივე მეტოქე აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, პოლონელ მიელევცზიკს 11-0, ჩინელ ჰუანს 8-0 და უკრაინელ კრავჩენკოს 9-1 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა. გიორგი შოთაძემ წელს დუბლი შეასრულა, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს მსოფლიო ოქროც შემატა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს პირველი ოქროა. საჩემპიონო ფინალები ლერი აბულაძემ (63კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა…

მეტი

ჭიდაობა: გიორგი სულავა თბილისის გრან პრის ქართული ფინალის გამარჯვებულია

ჭიდაობა: გიორგი სულავა თბილისის გრან პრის ქართული ფინალის გამარჯვებულია

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, 74 კგ წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი გიორგი სულავას გამარჯვებით დასრულდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ქუთაისელმა ფალავანმა გიორგი ბერუაშვილი აშკარა უპირატესობით – 12:2 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ვერცხლი კი ბერუაშვილს ერგო. დღესვე, ჩემპიონის ტიტულს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ გოგავა (57კგ) დაეუფლა. ამავე წონაში, ბრინჯაოსმედალოსანი რამაზ თურმანიძე გახდა. ბალავაძე-კარტოზიას საერთაშორისო ტურნირის მეორე საფინალო დღეს, საქართველოს ნაკრების ყულაბაში ვერცხლის მედალი შალვა ხაჩიძემ ჩააგდო (ბ/რ 87კგ), ბრინჯაო კი – ნიკა საბანაშვილმა (ბ/რ…

მეტი

ჭიდაობა: ბექა ლომთაძე თბილისის გრან პრის გამარჯვებულია

ჭიდაობა: ბექა ლომთაძე თბილისის გრან პრის გამარჯვებულია

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში მიმდინარე გრან პრი ტრიუმფითა და ოქროს მედლით დაასრულა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძემ (61კგ). ქუთაისელმა ფალავანმა, ფინალში აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი 3:7 დაამარცხა და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალს ბერძენიშვილი დაეუფლა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ამერიკელი მაცკი დაამარცხა. ბალავაძე-კარტოზიას საერთაშორისო ტურნირი, თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 10 აგვისტოს დასრულდება.

მეტი

ჭიდაობა: ბალავაძე-კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი სტარტს ხვალ აიღებს

ჭიდაობა: ბალავაძე-კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი სტარტს ხვალ აიღებს

ხვალიდან, თბილისის სპორტის ახალი სასახლე, თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას 15 ქვეყნის სამასამდე სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, საბოლოოდ სწორედ ამ ტურნირის შემდეგ დაკომპლექტდება. აღნიშნული შეჯიბრება, რამდენიმე წონით კატეგორიაში, სწორედ ქართველი სპორტსმენებისთვის გაარკვევს, თუ ვინ იჭიდავებს პლანეტის პირველობაზე. ტურნირის განრიგი ასეთია: 7 აგვისტო 12.00 – 16.00 – წინასწარი შეხვედრები FS – 61,70,79, 92 kg; GR –…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ავთანდილ კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, პირველ საფინალო დღეს საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული 74 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ქართული ფინალი შედგა, ავთანდილ კენჭაძე გახდა, რომელმაც ზურაბ ერბოწონაშვილი დაამარცხა. ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გაინაწილეს. ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, თუმცა მან შეხვედრის დასრულება ტრავმის გამო ვერ შეძლო. იგი უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს ამარცხებდა, თუმცა მეორე პერიოდში ფეხი დაიზიანა და დაპირისპირების დასრულება ვერ მოახერხა. ბერძნულ-რომაული სტილით…

მეტი

იაკობ ქაჯაია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

იაკობ ქაჯაია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონია. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქაჯაიამ ოქროსთვის ფინალი თურქ რიზა კაიასთან 0:3 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ბრინჯაო დღეს ლევან ქავჟარაძემ (63კგ) მოიპოვა. ხვალ, ტურნირის ფინალურ დღეს, მედლისთვის ნაკრების კიდევ ორი წევრი იჭიდავებს. ლაშა გობაძე (82კგ) ფინალში გავიდა, ხოლო საჩინო დავითაია (67კგ) ბრინჯაოსა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

მეტი
1 2