ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან (ვიდეო)

ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან (ვიდეო)

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ სამი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. მისი გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი…

მეტი

ოლიმპიური დღიურები – მოჭიდავეები ტრიუმფისთვის ემზადებიან

ოლიმპიური დღიურები – მოჭიდავეები ტრიუმფისთვის ემზადებიან

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ ოთხი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. იანტბელიძის გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი…

მეტი

მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე კიევის საერთაშორისო ტურნირზე ოქროსთვის იჭიდავებენ

მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე კიევის საერთაშორისო ტურნირზე ოქროსთვის იჭიდავებენ

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ. ქართული ფინალი შედგება 74 კგ წონით კატეგორიაში,  სადაც ზურაბ ერბოწონაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეერკინებიან. დღესვე, ოქროს მედალს შეუტევს ელიზბარ ოდიკაზეც (97 კგ), ლაშა ლომთაძე (57 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ. ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებიდან, ჩემპიონობისათვის ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) იბრძოლებს, ხოლო  დავით ბაკურაძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ)…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე(82კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ოქროს ფინალში, ქართველი ფალავანი დანიელ ბისულტანოვთან 3:4 დამარცხდა და ევროპირელობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი კონტინენტის პირველობა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ლაშა გობაძის გარდა, ვიცე-ჩემპიონის ტიტულს იაკობ ქაჯაია (130კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს – ლევან ქავჟარაძე (63კგ).    

მეტი

იაკობ ქაჯაია და ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

იაკობ ქაჯაია და ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დღეს, ბუქარესტის ევროპირველობაში ჩაერთო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი, პირველივე დღეს მხოლოდ ორმა სპორტსმენმა შეინარჩუნა. იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) 1/4 ფინალში აშკარა უპირატესობით, 10-0 მოუგო პოლონელ კრაევსკის და ნახევარფინალში რუსთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ და ოლიმპიური პრიზიორი სერგეი სემიონოვს დაეჭიდება. ფინალში გასასვლელად იჭიდავებს ლევან ქავჟარაძეც (63კგ), რომელმაც 1/4 ფინალში, მშრალი ანგარიშით – 10:0 მოუგო უნგრელ ბენ კოვაჩს და ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ისიც რუს სტეპან მარინიანს შეხვდება. ევროპის 2018 წლის ჩემპიონმა, რობერტ კობლიაშვილმა,…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 12 აპრილიდან ჩაერთვება

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 12 აპრილიდან ჩაერთვება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დღეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა და 12 აპრილიდან კონტინენტის პირველობაში ჩაერთვება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბექა როყვამ ევროპის ჩემპიონატისთვის შემდეგი შემადგენლობა შეარჩია. 55 კგ – ნუგზარ წურწუმია (ევროპის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი 2018) 60 კგ – რამაზ სურმანიძე 63 კგ – ლევან ქავჟარაძე 67 კგ – საჩინო დავითაია 72 კგ – რამაზ ზოიძე 77 კგ – ბექა მამუკაშვილი 82 კგ – ლაშა გობაძე (მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი 2015) 87 კგ – რობერტ…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა  23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა. სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, გასულ ორ დღეში, საქართველოს ეროვნული ჰიმნი სულ ექვსჯერ აჟღერდა. აქედან, ხუთჯერ, ქართველი ფალავნების ჩემპიონობისას, მეექვსედ კი ევროპის გუნდური ჩემპიონატის მოგების შემდეგ. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 178 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. მეორე ადგილზე, 167 ქულით რუსეთი გავიდა, ხოლო მესამეზე – 141 ქულით თურქეთი. 10 შესაძლებლობიდან, ქართველმა მოჭიდავეებმა 7 მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლებით და ჩემპიონის ტიტულით სამშობლოში ბრუნდებიან…

მეტი

5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ფენომენალური შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ფენომენალური შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ფენომენალური შედეგით – 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებს მეექვსე ოქროს მოპოვების შანსიც ჰქონდა. გიორგი მელიამ (97კგ) ფინელ არვი სავოლაინენთან დაპირისპირება 1:4 დათმო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფინელი მოწინააღმდეგე მთელი შეხვედრის განმავლობაში ეუხეშებოდა ქართველს. პირველივე წამებზე, სავოლაინენმა სახეში ხელი შემოარტყა მელიას და მსაჯმა მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. პასიურობის გამო, მელიამ ქულა…

მეტი

არის მეხუთე ოქრო – რამაზ ზოიძემ რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

არის მეხუთე ოქრო – რამაზ ზოიძემ რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, მეხუთე ოქროს მედალი მოიპოვა. რამაზ ზოიძე (72კგ) ფინალში რუს მაგომედ იარბილოვს დაუპირისპირდა და ანგარიშით – 1:7 დაამარცხა. ზოიძის ოქრო საქართველოს ნაკრებისთვის მეხუთეა. დღესვე, ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს გიორგი მელიაც (97კგ), რომელიც ფინალში ფინელ მეტოქეს შეხვდება.

მეტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილს იკავებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილს იკავებს

სერბეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 115 ქულით პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრებს ტრიუმფალური სტარტი ჰქონდა. პირველ საფინალო დღეს, 5 წონითი კატეგორიიდან, ფინალში ოთხმა ქართველმა იჭიდავა და ოთხივე მათგანმა ოქროს მედალი მოიპოვა. მეხუთე წონით კატეგორიაში კი, ბექა მამუკაშვილმა (77კგ) ბრინჯაოს მედალი აიღო. თითოეულ ჩემპიონს წილად 25 საერიტინგო ქულა ერგო, ბრინჯაოს მედალოსანს კი – 15. 115 ქულით საქართველო ლიდერია, მას 77 ქულით – რუსეთი,  65 ქულით კი – თურქეთი მოჰყვებიან….

მეტი
1 2 3 4 5