ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე (82კგ) ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი ბექა როყვას გუნდისთვის იღბლიანად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ იური ლომაძე (72კგ) და ლევან ქავჟარაძე (63კგ) ასპარეზობებს გამოეთიშნენ, 82 და 55 კგ წონით კატეგორიის ფინალებში ორივეგან ქართველები გავიდნენ. გობაძემდე, ფინალის საგზური მოიპოვა ნუგზარ წურწუმიამ (55კგ), რომელმაც ნახევარფინალში იაპონელი შოთა ოგავა აშკარა უპირატესობით – 8:0 დაამარცხა და ხვალ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ყაზახ ხაკანშას…

მეტი

ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია (55კგ), ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში, ქართველმა ფალავანმა იაპონელი შოთა ოგავა, აშკარა უპირატესობით, 8:0 დაამარცხა და ფინალში მასპინძელ ხაკანშას შეხვდება, რომელმაც სენსაცია მოახდინა და მოქმედი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი აზიზლი, დრამატულ დაპირისპირებაში, 5:11 დაამარცხა. დღესვე, ფინალში გასასვლელად იჭიდავებს ლაშა გობაძე (82კგ).

მეტი

ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად იჭიდავებენ

ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად იჭიდავებენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველ საშეჯიბრო დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი, ნუგზარ წურწუმია (55კგ) და ლაშა გობაძე (82კგ) ფინალის საგზურისთვის იჭიდავებენ. წურწუმიამ ჩინელი ჩაო 9-0 და რუსი კაბალოევი 8-3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ შოთა ოგავას შეხვდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი ფალავანი აზიზლისა და ხაკანშას შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. ლაშა გობაძემ კი ამერიკელი სტეფანოვიჩი 7:0 დაამარცხა, ჩინელ ქიანს კი, აშკარა უპირატესობით -9:0 აჯობა. ნახევარფინალში გობაძე უზბეკ ხაშიმბეკოვს დაუპირისპირდება. რაც შეეხება იური…

მეტი

ნუგზარ წურწუმია: ჩემი მიზანი, დღეს, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობაა

ნუგზარ წურწუმია: ჩემი მიზანი, დღეს, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობაა

ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატი 22 წლის ხობელი მოჭიდავისთვის, ნუგზარ წურწუმიასთვის რიგით მეორეა. ბუდაპეშტის მსოფლიოს დებიუტანტს, შეიძლება ითქვას, რომ ფინალში გასასვლელად, აზერბაიჯანელ ელდაზინ აზიზლთან ცოტა იღბალი და მსაჯების წყალობა დააკლდა, თუმცა მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი არავის დაუთმო. წლევანდელ ევროპაზე წურწუმიას სტარტი გაუცუდდა და მთლიან ჩათვლაში, მერვე ადგილი დაიკავა. 22 წლის ასაკში, უფროსებს შორის ეს მისთვის მეშვიდე დიდი ტურნირი იქნება.  ნუგზარ წურწუმიას აქტივში, 2019 წელს ორი ოქროს მედალი, ერთი სულ ცოტა ხნის წინ, პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე…

მეტი

ბექა როყვას ამბიციური განაცხადი – ოქრო მსოფლიოდან

ბექა როყვას ამბიციური განაცხადი – ოქრო მსოფლიოდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2019 წლის ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას 14 სექტემბრიდან დაიწყებს. წლევანდელ მსოფლიოს დიდი მნიშვნელობა აქვს – ყაზახეთში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2007 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი არ ყოლია. ბოლო ორ წელიწადში გუნდის მონაპოვარი 4 ბრინჯაოს მედალია, წელს კი მიზანი საკმაოდ ამბიციურია. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბექა როყვა „რეკორდერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ პროგრამა მინიმუმი ლიცენზიათა მაქსიმალური რაოდენობაა, მთავარი კი ისაა, რომ ნურ სულთანიდან…

მეტი

ნურ სულთანის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება

ნურ სულთანის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება

2019 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. გარდა იმისა, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების 10-10 კაციანი შემადგენლობა პლანეტის უძლიერესის ტიტულისთვის იბრძოლებს, 6 ოლიმპიურ წონით კატეგორიაში, ფინალური ექვსეული ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს. ყაზახეთის დედაქალაქში, 14-22 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო პირველობა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია. ოლიმპიური კვალიფკაციის გარდა, 2019 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგები, პირველად ისტორიაში, რეიტინგში მთელი სეზონის განმავლობაში  თითოეულ წონით კატეგორიაში ტოპ ოთხეულს განსაზღვრავს,…

მეტი

იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია

იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია. მძიმეწონოსანმა ფალავანმა, ოქროს ფინალი ბელარუს კირილ ჰრიშანკასთან წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მინსკის თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მფლობელი დავით ჩხარტიშვილი (60კგ) გახდა, ხოლო ვერცხლი შმაგი ბოლქვაძეს ერგო (67კგ). საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მინსკის თამაშებზე 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეტი

მიკერძოებული მსაჯობით, შმაგი ბოლქვაძე ევროპის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

მიკერძოებული მსაჯობით, შმაგი ბოლქვაძე ევროპის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე მეორე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია. ფინალურ მატჩში, ქართველი ფალავანი რუს ზაურ კაბალიევს უპირისპირდებოდა. მისი მეტოქე მთელი შეხვედრის განმავლობაში პასიური იყო, თუმცა, მსაჯების აშკარა მიკერძოებით, როდესაც ქართველი 0:1 ამრცხებდა რუსს, პასიურობისთვის ბოლქვაძე დასაჯეს, პარტერში კი რუსმა ორ ქულიანი ილეთი შეასრულა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია. დღეს, ბრინჯაო ეროვნულ გუნდს დავით ჩხარტიშვილმა მოუტანა. ხვალ, ოქროსთვის – იაკობ ქაჯაია, ხოლო ბრინჯაოსთვის, რევაზ ნადარეიშვილი იბრძოლებს.

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილი მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილი მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილმა (60კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ოზურგეთელმა ფალავანმა რუმინელი არნაუტი დაამარცხა და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 27-ე მედალი მოუტანა. დღესვე, ოქროს მედლისთვის შმაგი ბოლქვაძე იჭიდავებს. ხვალ კი ოქროსთვის იაკობ ქაჯაია იბრძოლებს. ბრინჯაოს აღების შანსი გაუჩნდა რევაზ ნადარეიშვილსაც. მეორე საშეჯიბრო დღის ფინალები ხვალ გაიმართება.

მეტი

შმაგი ბოლქვაძე მეორე ევროპული თამაშების ფინალში რუს კაბალოევს დაეჭიდება

შმაგი ბოლქვაძე მეორე ევროპული თამაშების ფინალში რუს კაბალოევს დაეჭიდება

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე (67კგ) მეორე ევროპული თამაშების ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ფალავანმა ფინალამდე ქულების დაუკარგავად მიაღწია. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სომეხი კარენ ასლანიანი 5:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის რუს ზაურ კაბალოევს დაეჭიდება. ფინალში გასვლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან დავით ჩხარტიშვილმა (60კგ), რომელმაც დრამატულ ბძოლაში, უნგრელ ერიკ ტორბასთან მინიმალური სხვაობით – 6:5 წააგო. ამ დაპირისპირებაში სტარტზე ჩხარტიშვილი დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა პარტერში ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მეტოქეს გდება გაუკეთა და აქვე ქულა დაკარგა. მსაჯებმა ეს ეპიზოდი 4…

მეტი
1 2 3 4 5