ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ვეტერანთა შორის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე (100კგ) ჩემპიონი გახდა. ოქროს ფინალში, ქართველმა ვეტერანმა ფალავამ,ა რუსი არხანგელკსი 2:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, თავად კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მეოთხედ დაისაკუთრა. 88 კგ წონით კატეგორიაში ფინალი დათმო შმაგი გოქაძემ და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მსოფლიო ჩემპიონატი 13 ოქტომბერს დასრულდება.

მეტი

ლადო გეგეშიძის “ოლიმპიური დღიურები”

ლადო გეგეშიძის “ოლიმპიური დღიურები”

ვისაც მისი მუშაობა უნახავს, კარგი მოტივატორია. მოჭიდავეებს ხალიჩაზე ბევრს და სწორად კარნახობს, ქართველი მოჭიდავეების გამარჯვების შემდეგ კი, მათ საკუთარ საფირმო გდებასაც უსრულებს. წელს, ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი სამჯერ იხილა გულშემატკივარმა. 2007 წლის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველად მოიგო პლანეტის პირველობაზე ოქროს მედალი, თანაც  – ორი, 17 წლიანი პაუზის შემდეგ კი გუნდური სამეული გააკეთა. მას მედიასთან კონტაქტი არ უყვარს, ამიტომ, მის ინტერვიუებსაც ხშირად ვერ ნახავთ. არც იმ ბრალდებებს სცემს პასუხს, რომელიც მასთან დაკავშირებით გაჟღერებულა….

მეტი

Exclusive – მსოფლიო ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია წონას იცვლის და ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს

Exclusive – მსოფლიო ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია წონას იცვლის და ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს

მსოფლიოს ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია წონას იცვლის და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის იბრძოლებს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კონსულტანტი, ლადო გეგეშიძე, „რეკორდერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნუგზარ წურწუმიამ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც არაოლიმპიურ წონაში შეეძლო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ნაკრების კონსულტანტის, ლადო გეგეშიძის განცხადებით, წურწუმიამ, არაოლიმპიურ წონაში მაქსიმუმი გააკეთა და ახალ წონაში, ყველა რესურსი აქვს ლიცენზიის მოსაპოვებლად. – ნუგზარ წურწუმიაზე უნდა გკითხოთ, რადგან გულშემატკივარმაც გამოხატა გულისწყვეტა, რომ მისი წონა ოლიმპიური არ…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში  მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ქართველი ფალავანი, გუშინ 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ შარიფოვთან დამარცხდა, რომელმაც ფინალში გააღწია, ოდიკაძეს კი ბრინჯაოს შანსი გაუჩნდა. დღეს, დამამშვიდებელ წრეში, ოდიკაძემ კორეელი კონკურენტი 4:0 დაამარცხა და ექვსეულში ადგილი გაინაღდა, რითიც ავტომატურად ერგო ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, რომელიც თავისუფალი სტილიტ მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მეორეა. პირველი ლიცენზია სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ანგარიშზეა. ჯამში, ნურ სულთანში, საქართველოს თავისუფალი და…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალიდან ჩაერთვება

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალიდან ჩაერთვება

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხვალიდან ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ. გიორგი იანტბელიძის გუნდი ყაზახეთში 15 სექტემბერს გაემგზავრა. ეროვნული გუნდის შემადგენლობა, ოლიმპიური თამაშების წინა ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე ასეთია: 57 კგ ოთო გოგავა 61 კგ ბექა ლომთაძე 65 კგ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 70 კგ ზურაბ იაკობიშვილი 74 კგ ავთანდილ კენჭაძე 79 კგ ნიკა კენჭაძე 86 კგ სანდრო ამინაშვილი 92 კგ ირაკლი მწითური 97 კგ ელიზბარ ოდიკაძე 125 კგ გენო პეტრიაშვილი 19 სექტემბერს ხალიჩაზე 57…

მეტი

იაკობ ქაჯაია ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

იაკობ ქაჯაია ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავანმა, გარდა ბრინჯაოს მედლისა, ეროვნულ გუნდს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოუტანა, როდესაც რეპეშაჟში ჩილელი მეტოქე დაამარცხა და ექვსეულში ადგილი გაინაღდა. იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს ფინალში გერმანელი პოპი 5:0 დაამარცხა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 15 სარეიტინგო ქულა მოუტანა, რითიც ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩათვლაში, 64 საუკეთესო გუნდს შორის მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც დაიმსახურა. ბექა…

მეტი

იაკობ ქაჯაიამ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ლიცენზია მოუტანა

იაკობ ქაჯაიამ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ლიცენზია მოუტანა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია აქვს. იაკობ ქაჯაიამ (130კგ), რომელიც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში თურქ რიზესთან დამარცხდა, დღეს დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელა ასპარეზობა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ჩილელი ფერნანდესის დამარცხებით შეინარჩუნა. ამით, ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავანმა ექვსეულში ადგილი გაინაღდა და შესაბამისად, ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუტანა საქართველოს. მესამე ადგილისთვის კი, დღეს ქაჯაია გერმანელ ედუარდ პოპს დაეჭიდება. ნურ სულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების აქტივში 2 ოქროს მედალი და…

მეტი

ნუგზარ წურწუმია: მივაღწიე იმას, რაზეც პატარაობიდან ვოცნებობდი (ვიდეო)

ნუგზარ წურწუმია: მივაღწიე იმას, რაზეც პატარაობიდან ვოცნებობდი (ვიდეო)

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) საქართველოს დღეს ნანატრი ოქრო მოუტანა. 12 წლის შემდეგ პირველად, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს და პირველი მერცხალი სწორედ ნუგზარ წურწუმია იყო, რომელსაც მოკლე დროში, ლაშა გობაძემ მოაყოლა მეორე ოქროს მედალი. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოჭიდავე აცხადებს, რომ მიაღწია იმას, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. კითხვაზე, იმოქმედა თუ არა მასზე ფსიქოლოგიურად უხერხული მეტოქის, აზერბაიჯანელი აზიზლის დამარცხებამ, წურწუმია ამბობს, რომ ის ყველასთან გასამარჯვებლად მზად იყო. “ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო ჩემთვის. რაზეც ვოცნებობდი,…

მეტი

ლაშა გობაძე: მე და წურწუმიამ ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ საქართველოს ოქროებს მოვუტანდით (ვიდეო)

ლაშა გობაძე: მე და წურწუმიამ ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ საქართველოს ოქროებს მოვუტანდით (ვიდეო)

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძემ დღეს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. როგორც სპორტსმენი ამბობს, ის, პლანეტის პირველობაზე ყველა შეხვედრაში გამაყუჩებლით ჭიდაობდა, რამეთუ მას ხელის ტრავმა ჰქონდა და ფინალიც, სხვა დაპირისპირებების მსგავსად, ტკივილგამაყუჩებლით იჭიდავა. თუმცა, ტრავმას ხელი არ შეუშლია ლაშა გობაძისთვის, საქართველოსთვის ნანატრი ოქროს მედალი მოეტანა. მოჭიდავის თქმით, მას ხელის კუნთი აქვს გაგლეჯილი. გობაძე ამბობს, რომ ფინალამდე, ნუგზარ წურწუმიასთან (55კგ) ჰქონდა საუბარი, რომელმაც პირველმა მოიპოვა ნურ სულთანის მსოფლიო…

მეტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორეა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორეა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ წუთის მონაცემებით, 54 ქულით გუნდურ მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე რუსეთია, რომელსაც 61 ქულა აქვს, რომელსაც ერთი ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს, თუმცა მათ 55 და 82 კგ წონით კატეგორიაში სპორტსმენებმა 8-8 ქულა შესძინეს. საქართველოს ნაკრებს 25-25 ქულა, მსოფლიო ჩემპიონებმა, ნუგზარ წურწუმიამ (55გ) და ლაშა გობაძემ (82კგ) მოუტანეს, ხოლო 4 ქულით ეროვნულ გუნდს იური ლომაძე შეეწია. შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ 8…

მეტი
1 2 3 5