„ლოკომოტივმა“ ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებს საფეხბურთო ინვენტარი აჩუქა და თასის ფინალზე მიიწვია

„ლოკომოტივმა“ ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებს საფეხბურთო ინვენტარი აჩუქა და თასის ფინალზე მიიწვია

საფეხბურთო კლუბმა თბილისის „ლოკომოტივი“, საოკუპაციო ზოლთან მდებარე, სოფელ ბერშუეთის მოსწავლეებს საჩუქრად საფეხბურთო ინვენტარი გადასცა. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, კლუბისგან საჩუქრები მოზარდებს გუნდის მედიაოფიცერმა, ეკა ელოშვილმა და მენეჯერმა, შოთა გოგიტაურმა ჩაუტანეს. ეკა ელოშვილის თქმით, „ლოკომოტივი“ მომავალშიც გააგრძელებს ბერშუეთის სკოლასთან მეგობრობას. კლუბი, 7 დეკემბერს, მოზარდებს, საქართველოს თასის ფინალზე დაპატიჟებს. ეკა ელოშვილი: „მადლობას ვუხდით კამაპანიას „ძლიერები არ ძალადობენ“, საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ სახელით, რომ მოგვეცა საშუალება კიდევ ერთ კარგ საქმეში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ ჩამოვუტანეთ ბავშვებს მცირე საჩუქარი. ფეხბურთი,…

მეტი

რეზი ღვინიაშვილი: „ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“

რეზი ღვინიაშვილი: „ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“

საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში კომპანია „სმაილ მიქსი“ მონაწილეობდა. კომპანიამ, სკოლა პრემიუმ ხარისხის საღებავებით მოამარაგა. დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, კომპანიის წარმომადგენელმა, რეზი ღვინიაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც ითანამშრომლოს მსგავსი პროექტის განხორციელებაში. რეზი ღვინიაშვილი: „სკოლა ძალიან მომეწონა და მოხარულები ვართ, რომ მსგავს კამპანიაში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენმა კომპანიამ სკოლა საღებავებით მოამარაგა. ვფიქრობ, ძალიან კარგი ჟესტია და ბევრმა კომპანიამ უნდა მოგვბაძოს ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“.

მეტი

გიორგი ჩილაჩავა: “ძლიერები არ ძალადობენ” ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის

გიორგი ჩილაჩავა: “ძლიერები არ ძალადობენ” ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის

კომპანია „ჯი თი ჯი“-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში თანამედროვე სპორტული განათებები დაამონტაჟა. გარდა ამისა, კომპანიამ სკოლისთვის გამართულ საქველმოქმედო აუქციონშიც მიიღო მონაწილეობა. კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ფინანსურმა დირექტორმა,, გიორგი ჩილაჩავამ სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მათი კომპანია, მომავალშიც აქტიურად იქნება ჩართული მსგავსი ტიპის აქტივობებში. გიორგი ჩილაჩავა: „დიდი მადლობა ორგანიზატორებს, კომპანია PRMC-ის, რომ მოგვეცა საშუალება, ჩავრთულიყავით თავიდანვე ამ ლამაზ და საჭირო ღონისძიებაში. იმიტომ რომ, დევიზი „ძლიერები არ ძალადობენ“ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის, მითუმეტეს, ახალი თაობისთვის….

მეტი

ლადო გეგეშიძე: მოგილოცავთ ასეთ კარგ პროექტს და ვისურვებ, რომ მომავალშიც შეძლოთ მისი განხორციელება სხვა სოფლებისთვის

ლადო გეგეშიძე: მოგილოცავთ ასეთ კარგ პროექტს და ვისურვებ, რომ მომავალშიც შეძლოთ მისი განხორციელება სხვა სოფლებისთვის

ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ, ბერშუეთის საჯარო სკოლას საჭიდაო ფინკები და ბაგირი აჩუქა. საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის სკოლას, საჩუქრები ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი კიკაბიძემ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელებმა, ბექა როყვამ და ლადო გეგეშიძემ ჩამოუტანეს. ლადო გეგეშიძის თქმით, ჭიდაობის ფედერაცია, მომავალშიც აპირებს ბერშუეთელი ბავშვების დახმარებას. ლადო გეგეშიძე: „ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა და მადლობას გიხდით, რომ ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ამ მნიშვნელოვან პროექტში. ბავშვებს ჩამოვუტანეთ საჭიდაო ფინკები და მომავალშიც, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ამ ბავშვებს გვერდით…

მეტი

რევაზ ბერიძე: მზადყოფნას გამოვთქვამთ, მომავალშიც მივიღოთ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა

რევაზ ბერიძე: მზადყოფნას გამოვთქვამთ, მომავალშიც მივიღოთ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა

საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებას იურიდიული კომპანია McGill-ც დაესწრო. დარბაზის რეაბილიტაციისთვის გამართულ სპორტული აქსესუარების აუქციონში, კომპანიამ ორი ლოტი შეიძინა. McGill-ის მმართველი პარტნიორი, რევაზ ბერიძე მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც მიიღოს მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა. რევაზ ბერიძე: „ძალიან მოგვეწონა დარბაზი. ხელშესახები შედეგია და ბავშვები ძალიან გახარებულები არიან. პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინიციატორებს, იმიტომ, რომ  მნიშვნელოვანი გზავნილია -არა ძალადობას. ბევრი ადამიანის მონაწილეობა, მითუფრო, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების, აათმაგებს ამ ღონისძების მნიშვნელობას. მოხარულები…

მეტი

ვარლამ ლიპარტელიანი: არაერთი ასეთი საქმე უნდა გაკეთდეს მომავალი თაობისთვის

ვარლამ ლიპარტელიანი: არაერთი ასეთი საქმე უნდა გაკეთდეს მომავალი თაობისთვის

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ანტიბულინგური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ კეთილი ნების ელჩია, რომელსაც საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გახსნაზე, წითელი ლენტის გაჭრის პატივიც ერგო. ტიტულოვანმა სპორტსმენმა, ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზისთვის ჩასატარებელ აუქციონს თავისი ისტორიული კიმონოც აჩუქა. „ლიპოს“ თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობა აქტიურად იყოს ჩართული სპორტში და ენერგია სწორად დახარჯონ. ვარლამ ლიპარტელიანი: „ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ამ ლამაზი დარბაზის გახსნას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და…

მეტი

ნაზი მაზანიშვილი: “ბიზნესის ჩართულობა მსგავს აქტივობებში არის მნიშვნელოვანი”

ნაზი მაზანიშვილი: “ბიზნესის ჩართულობა მსგავს აქტივობებში არის მნიშვნელოვანი”

„მადლობა პროექტის ინიციატორებს, ნამდვილად რთული იყო, მისი ბოლომდე განხორციელება. ჩვენ ვიცით ეს, თვალი მივადევნეთ დასაწყისიდან დღემდე“, – განაცხადა კომპანია „ნოვას“ მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნაზი მაზანიშვილმა, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე. „ნოვამ“, რომელიც 200-ზე მეტი დასახელების ქართულ პროდუქციას აწარმოებს, სკოლა სარემონტო მასალის ნაწილით მოამარაგა. ნაზი მაზანიშვილი: „უღრმესი მადლობა „ნოვას“ და იმ კომპანიის სახელით, რომელიც ქმნის ქართულს, რომ მოგვეცით საშუალება, ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტში ჩავრთულიყავით. „ნოვა“ ქმნის 200-ზე მეტი…

მეტი

სერგო შუღაროვი: ჩვენ გავაგრძელებთ ამ სახით კარგი საქმეების კეთებას თქვენთან ერთად

სერგო შუღაროვი: ჩვენ გავაგრძელებთ ამ სახით კარგი საქმეების კეთებას თქვენთან ერთად

კომპანია „ტრანსპორტერი“ ერთ-ერთ იყო მათგან, ვინც ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის, თბილისში გამართულ აუქციონში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად, კომპანიის დირექტორი, სერგო შუღაროვი, სკოლის განახლებული დარბაზის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ბავშვებს ახალი დარბაზი და ინვენტარი მიულოცა. შუღაროვის განცხადებით, მათი კომპანია მზადაა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მსგავსი ტიპის აქტივობაში მონაწილეობა კვლავაც მიიღოს. სერგო შუღაროვი: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია „ტრანსპორტერმა“ მიიღო მონაწილეობა სპორტულ აუქციონში, საიდანაც მიღებული თანხით უნდა განხორციელებულიყო საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ბერშუეთის სკოლაში, სპორტული დარბაზის…

მეტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ბერშუეთელ მოზარდებს კიმონოები აჩუქა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ბერშუეთელ მოზარდებს კიმონოები აჩუქა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ, ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს,  სპორტის დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ძიუდოს ფედერაციასთან ერთად ახალი კიმონოები ჩაუტა. გარდა ამ საჩუქრისა, ანზორ ჩუბინიძემ, მონაწილეობა მიიღო სპორტული აქსესუარების პირველ საქველმოქმედო აუქციონში, რომელიც ბერშუეთის სკოლის დარბაზის დასახმარებლად ჩატარდა და ორი ლოტიც შეიძინა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის განცხადებით, მნიშვენლოვანია, რომ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის სკოლის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასეთი ღონისძიება ჩატარდა. „აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი ასპექტი გამოსაყოფი. პირველ რიგში, მაინც ვიტყოდი, რომ ის ადგილი,…

მეტი

მანდატურის სამსახურის უფროსი: “ძლიერები არ ძალადობენ” მნიშვნელოვანი კამპანია იყო

მანდატურის სამსახურის უფროსი: “ძლიერები არ ძალადობენ” მნიშვნელოვანი კამპანია იყო

მანდატურის სამსახურის უფროსი ანტიბულინგურ კამპანიას მხარდაჭერას უცხადებს და ბერშუეთელ ბავშვებს განახლებული სპორტული დარბაზის გახსნას ულოცავს. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე ამბობს, რომ „ძლიერები არ ძალადობენ“ იყო მნიშვნელოვანი ანტიბულინგური კამპანია, რომელშიც სიამოვნებით იყვნენ ჩართული მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები. მანდატურის სამსახურის უფროსი სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს განახლებული სპორტული დარბაზის გახსნას ულოცავს და აღნიშნავს, რომ უწყება კამპანიას მხარს მომავალშიც დაუჭერს. „ვფიქრობ, „ძლიერები არ ძალადობენ“ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია. ამ კამპანიის ფარგლებში, აუცილებელი,  სწორიდა…

მეტი
1 2