BBC: ბრიტანეთი, კორონავირუსთან საბრძოლველად, ახალ ზომებს მიმართავს

BBC: ბრიტანეთი, კორონავირუსთან საბრძოლველად, ახალ ზომებს მიმართავს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, კორონავირუსის ეპიდემიის საწინააღმდეგოდ, ახალ ზომებს მიმართავს. ბრძოლა მომდევნო ფაზაში გადადის: ჩვენ უნდა შევძლოთ, შევანელოთ ვირუსის გავრცელების ტემპი, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.  პირველი სტადია – ვირუსის შეჩერება, უკვე დასრულებულია. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინფექცია აუცილებლად გავრცელდება და მოსახლეობის დიდ ნაწილს მოიცავს. ამ დროისთვის, ბრიტანეთში ინფიცირების 596 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 10 ადამიანი. სულ, ჩატარდა 30 ათასამდე ტექსტი. სპეციალისტები და მთავრობა აღიარებს, რომ ეს ციფრები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება მოწმობს, დაინფიცირებულთა…

მეტი

ბრიტანული პრესის სოლიდარობა კრიტიკულ მედიას – ჯონსონის მთავრობა სკანდალში გაეხვა

ბრიტანული პრესის სოლიდარობა კრიტიკულ მედიას – ჯონსონის მთავრობა სკანდალში გაეხვა

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის სიახლეებს აშუქებენ, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგს ბოიკოტი გამოუცხადეს. მიზეზი პრემიერის მრჩევლების გადაწყვეტილება იყო – არ დაეშვათ პრეს-კონფერენციაზე კრიტიკულად განწყობილი და მემარცხენე გამოცემების წარმომადგენლები. სამთავრობო ბრიფინგზე, ადმინისტრაციის მიერ მოწვეულ რეპორტიორებს სთხოვეს, რეზიდენციის ვესტიბიულში, ხალიჩის ერთ მხარეს დამდგარიყვნენ (შავი კარის წინ – ნომრით 10, საიდანაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალური განცხადებების გაკეთების დროს გამოდის), დანარჩენ ჟურნალისტებს კი ხალიჩის მეორე მხარეს მიუჩინეს ადგილი. ამას ისიც დაემატა, რომ ღონისძიებაზე, რომელიც ბრექსტთან დაკავშირებით სამთავრობო გეგმებს შეეხებოდა,…

მეტი

მაიკლ ჯექსონის და ჯორჯ ჰარისონის დაკარგული ინტერვიუ – BBC-მ 40 წლის წინანანდელი ჩანაწერი იპოვა

მაიკლ ჯექსონის და ჯორჯ ჰარისონის დაკარგული ინტერვიუ – BBC-მ 40 წლის წინანანდელი ჩანაწერი იპოვა

40 წლის წინ, ორი უდიდესი ვარსკვლავი BBC-ის რადიოსტუდიაში კვირის მუსიკალურ სიახლეებზე სასაუბროდ შევიდა. მაიკლ ჯექსონი და ჯორჯ ჰარისონი საათნახევრის განმავლობაში განიხილავდნენ ნიკოლეტ ლარსონის, The Blues Brothers და Foreigner-ის სინგლებს და იმაზეც ჰყვებოდნენ, თუ როგორ წერდნენ საკუთარ სიმღერებს. BBC-ის რატომღაც ეს ისტორიული ჩანაწერი არქივში სრულად არ შეუნახავს, შემორჩა მხოლოდ გადაცემის მცირე ფრაგმენტი. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ჯექსონისა და ჰარისონის ინტერვიუს სრული ჩანაწერის აღმოჩენა და აღდგენა მოხერხდა. ჩანაწერში ისმის, რომ მაიკლ ჯექსონი – მისი ალბომის, Off The Wall…

მეტი

BBC: ლონდონში მკვლელობისთვის ბრალდებული თავს თბილისს აფარებს

BBC: ლონდონში მკვლელობისთვის ბრალდებული თავს თბილისს აფარებს

BBC-ს ცნობით, 31 წლის ჯეკ შეფერდი, რომელსაც გასული წლის ივლისში, ქალის არაგანზრახ მკვლელობისთვის, დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მარტის შემდეგ, თავს საქართველოს დედაქალაქს აფარებს. ტრაგიკული შემთხვევა ლონდონში, მდინარე ტემზაზე, 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ჯეკ შეფერდმა 24 წლის შარლოტა ბრაუნს მდინარეზე ნავით გასეირნება შესთავაზა. შეფერდი ამტკიცებდა, რომ ნავი მას ეკუთვნოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, დაუდგენელი მიზეზით, ნავი ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა და ამობრუნდა. შეფერდი და ბრაუნი წყალში გადაცვივდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა გადარჩენა შეძლო, ის ერთ-ერთ გორაკზე იპოვეს. შარლოტა ბრაუნი…

მეტი

გოგონა საუდის არაბეთიდან გაქცევას 6 წელი გეგმავდა

გოგონა საუდის არაბეთიდან გაქცევას 6 წელი გეგმავდა

რახაფ კუნუნის ისტორიამ საუდის არაბეთიდან, რომელიც გასულ კვირას ტაილანდის სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა, სამშობლოში რომ არ დაებრუნებინათ, ისევ აქტუალური გახადა ქალთა უფლებების თემა ახლო აღმოსავლეთში. 18 წლის კუნუნმა უარი თქვა ქუვეითში გაფრენაზე, სადაც მას ნათესავები ელოდებოდნენ და სოციალურ ქსელებში, მოსალოდნელი დეპორტაციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. კუნუნის თქმით, იმის გამო, რომ მან ისლამი უარყო, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, საკუთარი ოჯახის წევრები მოკლავდნენ. გასულ პარასკევს, კუნუნმა თავშესაფარი კანადაში მიიღო. მუსლიმი ქალების უფლებებზე, BBC-მ კიდევ ერთი გოგონას ისტორია გამოაქვეყნა, რომელიც კანადაში…

მეტი

აშშ-ის “სიკვდილის ლაბორატორია” საქართველოში

აშშ-ის “სიკვდილის ლაბორატორია” საქართველოში

BBC-ს რუსულმა ბიურომ 2018 წლის “ფეიკ-ნიუსების” ათეული გამოაქვეყნდა. სიაში მე-6 ადგილს საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია იკავებს. BBC-ს ცნობით, მთელი წლის განმავლობაში, რუსული ტელეკომპანიები იუწყებოდნენ, რომ თბილისის გარეუბანში საიდუმლო ლაბორატორიაა განთავსებული, რომელშიც ადამიანებზე სახიფათო ცდებს ატარებენ. პირველად, “უკანონო ექსპერიმენტებზე” საქართველოს ყოფილმა უშიშროების მინისტრმა, იგორ გიორგაძემ განაცხადა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, BBC-ს კორესპოდენტი თბილისში ჩავიდა და “სიკვდილის ლაბორატორია” პირადად შეისწავლა. მისი თქმით, ეს ლაბორატორია, სინამდვილეში, ც ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ცენტრი აღმოჩნდა. BBC…

მეტი