პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ბათუმში, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებული ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” ორი მუხლით მიმდინარეობს, 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ბათუმში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლეს მოქალაქემ ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. დაშავებული პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მეტი

შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში ოქროს მედალი მოიპოვა

შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში ოქროს მედალი მოიპოვა

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. შოთა მიშველიძე (61 კგ), რომელიც ბათუმის ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონის რანგში წარსდგა, აკვრაში გახდა საუკეთესო. ძალოსანმა, რომელსაც ახალი ნაოპერაციევი მუხლი ჯერაც არ მოუშუშებია და მხარიც საოპერაციო აქვს, ქართველი გულშემატკივრების შეძახილებით დამუხტულმა, 156 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი დაიმსახურა. მიშველიძეს ატაცში და ორჭიდში სამეულში შესასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა. ატაცში მან 125 კილოგრამი დაძლია, ხოლო ორჭიდში 281 კილოგრამს მოუყარა თავი. 124 კილოგრამით ატაცში მეექვსე შედეგი ჰქონდა ნაკრების კიდევ…

მეტი