ბაგრამის ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 5 ქართველი სამხედრო დაშავდა

ბაგრამის ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 5 ქართველი სამხედრო დაშავდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ქართველი სამხედროები მსუბუქად არიან დაშავებული. „მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების – გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში…

მეტი