გენერალური პროკურატურა, ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა, ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართა. პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ, 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. “ტვ  პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამა, საქართველოში გუშინ დაბრუნდა. საგამოძიებო უწყება მას  “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვისუკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქალაქო სასამართლოში სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც ბიზნესმენის შვილი, ტელეკომპანია “ტვ პირველის” მფლობელი, ვახტანგ წერეთელი განმარტავს, მამამისი საქართველოში არ იმყოფება და დაბრუნებისთანავე, 29 აგვისტოს, საგამოძებო უწყებაში გამოცხადდება. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24…

მეტი

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” დატოვეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” დატოვეს

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები დატოვეს. ამის შესახებ განცხადებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს. “მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირები შეემატონ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად…

მეტი

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს დატოვება აეკრძალათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს დატოვება აეკრძალათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე საქართველოს დატოვება აეკრძალათ. სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულ მათგანს 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნა, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად,…

მეტი

აშშ-ს საელჩოს სპეციალური განცხადება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

აშშ-ს საელჩოს სპეციალური განცხადება  ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

აშშ-ის საელჩო საქართველოში შეშფოთებას გამოთქვამს “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, წაყენებული ბრალდებების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ “თი-ბი-სი” ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით. მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. ჩვენ კვლავ…

მეტი

პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს მიმართავს

პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს მიმართავს

საქართველოს გენერალური პროკურატურა, დღეს, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართავს. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება. გამოტანილია დადგენილება მამუკა…

მეტი

ბადრი ჯაფარიძე: პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და შესაბამისად ვიმოქმედებ

ბადრი ჯაფარიძე: პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და შესაბამისად ვიმოქმედებ

“თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის აგრძელებს სამართლებრივ დავას სასამართლოში და 26 თებერვალს, “თიბისი ბანკის” საქმეზე, პარლამენტში დანიშნულ განხილვაშიც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ განცხადებას ჯაფარიძე თავად ავრცელებს. “მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა ეროვნული ბანკის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა და მათთვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის და დაკავშირებული მხარის კვალიფიკაციის მიცემა. ასევე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის იგივე ტრანზაქციებზე ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრა, იმ დროს…

მეტი

მამუკა ხაზარაძე: არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას, არ შევეგუებით უსამართლობას

მამუკა ხაზარაძე: არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას, არ შევეგუებით უსამართლობას

“თიბისი” ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ხაზარაძის განცხადებით, მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. მისი თქმით, ის დანებებას არ აპირებს და სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას არ შეწყვეტს. “მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა, სები ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ,…

მეტი

TBC ბანკი: ეროვნული ბანკი სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლებას მოითხოვს

TBC ბანკი: ეროვნული ბანკი სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლებას მოითხოვს

ეროვნული ბანკი, TBC ბანკისგან, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის პოსტიდადან გათვისუფლებასა და საბჭოს დატოვებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, TBC ბანკმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა. “დღეს, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. თიბისი ბანკი…

მეტი