“მთავარი არხი” მაუწყებლობას, სავარაუდოდ, ოქტომბერიდან დაიწყებს

“მთავარი არხი” მაუწყებლობას, სავარაუდოდ, ოქტომბერიდან დაიწყებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, საზოგადოებას ახალი ტელევიზიის ლოგოტიპი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წარადგინა. როგორც გვარამია წერს, მისი ავტორი, P.S.-ს ყოფილი წამყვანი, გიორგი გაბუნიაა. ტელეკომპანია “რუსთავი 2” კი ჟურნალისტებისგან იცლება. ამ დროისთვის, “კურიერის” სრულმა შემადგენლობამ არხი უკვე დატოვა, “რუსთავი 2”-დან წავიდნენ სხვადასხვა გადაცემის წამყვანები და ტექნიკური პერსონალი. ნიკა გვარამიას განცხადებით, “მთავარი არხი” ჟურნალისტებთან ხელშეკრულებებს უკვე ორშაბათიდან გააფორმებს, გავრცელებულ ინფორმაციით, “მთავარი არხი” კი, მაუწყებლობას სავარაუდოდ ოქტომბერში დაიწყებს.

მეტი