გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლო ჩემპიონატზე, გენო პეტრიაშვილი (125კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) ნახევარფინალში არიან. გენო პეტრიაშვილმა კი აშკარა უპირატესობით მოუგო  ჯერ კოსოვოელ შალას, 1/4 ფინალში კი სირიელი ხუტაბა. ფინალის საგზურისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება. ამ გამარჯვებით, პეტრიაშვილი უკვე შევიდა ექვსეულში, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი ლიცენზია მოუტანა, საქართველოს კი – მეოთხე. ირაკლი მწითურმა 5-0 დაამარცხა იაპონელი ტაკუმა ოტსუ და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მოქმედ…

მეტი

ოლიმპიური დღიურები – მოჭიდავეები ტრიუმფისთვის ემზადებიან

ოლიმპიური დღიურები – მოჭიდავეები ტრიუმფისთვის ემზადებიან

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ ოთხი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. იანტბელიძის გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი…

მეტი

ევროპის ჩემპიონატისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტდა

ევროპის ჩემპიონატისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის დაკომპლექტდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ ეროვნული გუნდის 10-კაციანი განაცხადი დუშეთის შეკრებაზე დაასახელა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია: 57 კგ – ოთარ გოგავა (ხონი) 61 კგ – ბექა ლომთაძე (ქუთაისი) 65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი) 70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი) 74 კგ – ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) 79 კგ – ნიკა კენჭაძე (ამბროლაური) 86 კგ – სანდრო ამინაშვილი (თბილისი) 92 კგ – ირაკლი მწითური (თბილისი) 97…

მეტი

გენო პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონია, ავთო კენჭაძე ფინალშია

გენო პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონია, ავთო კენჭაძე ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი (125კგ) საქართველოს ჩემპიონია. ფინალში, პეტრიაშვილმა როლანდ ანდრიაძე აშკარა უპირატესობით 11:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. 61 კგ წონით კატეგორიაში, პირველობა არ დაუთმო არავის ბექა ლომთაძემ.  70 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს მირზა სხულუხია დაეუფლა. მეორე საფინალი დღის შედეგები ასეთია: თავისუფალი სტილი 70 კგ 1. მირზა სხულუხია (ქუთაისი) 2. გია ავალიანი (სამტრედია) 3. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური) 3. დავით როდინაძე (აჭარა) 125 კგ 1. გენო პეტრიაშვილი (გორი) 2. როლანდ…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა. კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა გენო პეტრიაშვილი, რომელმაც გასული წლის მსგავსად, წელსაც მოირგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2018 წლის პრიზიორი, ზურა იაკობიშვილი, ლონდონის თამაშების პრიზიორი და ევროპის ორგზის ჩემპიონი, დავით მარსაგიშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ავთო კენჭაძე, ეს ის მოჭიდავეები არიან, რომლებმაც მოზარდებისა და საზოგადოებისთვის სპეციალური მიმართვებიც გაავრცელეს.

მეტი