საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს ნახევარმილიონიანი გირაოს გადახდა დააკისრა

საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს ნახევარმილიონიანი გირაოს გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის, აღკვეთის ღონისძიებად, 500 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. გენერალურმა პროკურატურამ, ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართა. საქალაქო სასამართლოში სხდომა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც წერეთელმა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს განუმარტა, მისი ოჯახი დღეს ბიზნესებს აღარ ფლობს და შემოსავალი 180 ლარიანი პენსიაა. მოსამართლემ ვახტანგ წერეთელს სთხოვა, დაეკონკრეტებინა, თუ რა შემოსავალი აქვს ზოგადად წერეთლების ოჯახს, რათა გირაოს ოდენობა განესაზღვრა,…

მეტი

გენერალური პროკურატურა, ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა, ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართა. პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ, 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. “ტვ  პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამა, საქართველოში გუშინ დაბრუნდა. საგამოძიებო უწყება მას  “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვისუკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქალაქო სასამართლოში სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც ბიზნესმენის შვილი, ტელეკომპანია “ტვ პირველის” მფლობელი, ვახტანგ წერეთელი განმარტავს, მამამისი საქართველოში არ იმყოფება და დაბრუნებისთანავე, 29 აგვისტოს, საგამოძებო უწყებაში გამოცხადდება. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24…

მეტი