ავთო კენჭაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ავთო კენჭაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ავთო კენჭაძემ (74კგ), იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ქართველმა ფალავანმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, აშკარად დაჩაგრა ბულგარელი კიროვი, ბეჭებზე გააკრა და პირწმინდა გამარჯვება მოიპოვა – 8:0. გიორგი იანტბელიძის გუნდის აქტივში 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. დღესვე, ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125კგ) იჭიდავებს, ხოლო ბრინჯაოსთვის – ირაკლი მწითური (92კგ).

მეტი

გოგავა და მაჭარაშვილი საქართველოს თასის გამარჯვებულები არიან

გოგავა და მაჭარაშვილი საქართველოს თასის გამარჯვებულები არიან

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასი, თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 57 და 97 კგ წონით კატეგორიებში, ოთარ გოგავასა და გივი მაჭარაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, გოგავამ თურმანიძეს სძლია, გივი მაჭარაშვილმა კი – მეტრეველს. დღესვე, ჩემპიონები გაირკვნენ 65, 74 და 86 კგ წონით კატეგორიებში, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ავთანდილ კენჭაძემ და დათო მარსაგიშვილმა მოიგეს. საქართველოს თასი, თებერვალში გასამართ ევროპირველობაზე ეროვნული ნაკრებების შემადგენლობას დააკომპლექტებს.

მეტი

ავთანდილ კენჭაძემ მძიმე ბრძოლაში გიორგი სულავა დაამარცხა და საქართველოს თასი მოიგო

ავთანდილ კენჭაძემ მძიმე ბრძოლაში გიორგი სულავა დაამარცხა და საქართველოს თასი მოიგო

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ საქართველოს თასის ფინალი 74 კგ წონით კატეგორიაში, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. კენჭაძე, საქართველოს ჩემპიონატის მსგავსად, ფინალში გიორგი სულავას დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა. დაპირისპირების პირველი ნახევარი სულავამ 0:1 მოიგო, მეორე ნახევარში კი ანგარიში საყაიმო კენჭაძემ მეტოქის პასიურობის ხარჯზე გახადა. შემდეგ, მეტოქის დაგდებას და გაყვანას ცდილობდა ხალიჩიდან, თუმცა ამ დროს, შეცდომა დაუშვა და თავად გავიდა ხალიჩიდან პირველი გარეთ. წინ ისევ სულავა გავიდა. მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა, დარჩენილ დროში 3 ქულის აღება შეძლო და თასის…

მეტი

ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მეოთხე მედალი ნაკრებს ელიზბარ ოდიკაძემ შემატა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინის სახელით მოასპარეზე  მურაზ მჭედლიძე 5:0 დაამარცხა. ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედლები გივი მაჭარაშვილმა (125კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძემ (74კგ). ხვალ, მინსკში ევროპულ თამაშებზე ბერძნულ-რომაული დღეები იწყება. პირველები ასპარეზობაში 60, 67 და 77 კგ კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვდრებს…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ავთანდილ კენჭაძე მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74კგ) მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა ფალავანმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მასპინძელი, ბელარუსი აზამატ ნურიკოვი დაამარცხა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. დღესვე, ოქროს მედლისთვის, რუს ხიზრიევს გივი მაჭარაშვილი (125კგ) დაეჭიდება, ხვალ კი, ასევე ჩემპიონის ტიტულისთვის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ) იჭიდავებს.

მეტი

ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან (ვიდეო)

ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან (ვიდეო)

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ სამი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. მისი გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე: ვემზადები უმაღლესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად

ავთანდილ კენჭაძე: ვემზადები უმაღლესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74კგ) მინსკის ოლიმპიურ თამაშებზე უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვებას აპირებს. როგორც სპორტსმენმა დღეს, ფიცის დადებისა და ოლიმპიური ნაკრების გაცილების ცერემონიალზე აღნიშნა, მცირე ტრავმები ჰქონდა, თუმცა სრულად მოახერხა გამოჯანმრთელება და ევროპულ თამაშებს ფორმაში ხვდება. „კარგად ვართ მომზადებული ბიჭები. 6 კაცი მივდივართ ევროპის თამაშებზე. რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენი უმაღლესი საფეხურისა და მედლისთვის იბრძოლებს. შევეცდებით, ჩვენი სამშობლო ვასახელოთ. ჩემს შემთხვევაში, იყო პატარა ტრავმები, მაგრამ მოვახერხე მათი მორჩენა და ფორმაში შესვლა. ვემზადები უმაღლესი სინჯის…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ავთანდილ კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, პირველ საფინალო დღეს საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული 74 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ქართული ფინალი შედგა, ავთანდილ კენჭაძე გახდა, რომელმაც ზურაბ ერბოწონაშვილი დაამარცხა. ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გაინაწილეს. ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, თუმცა მან შეხვედრის დასრულება ტრავმის გამო ვერ შეძლო. იგი უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს ამარცხებდა, თუმცა მეორე პერიოდში ფეხი დაიზიანა და დაპირისპირების დასრულება ვერ მოახერხა. ბერძნულ-რომაული სტილით…

მეტი

მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე კიევის საერთაშორისო ტურნირზე ოქროსთვის იჭიდავებენ

მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე კიევის საერთაშორისო ტურნირზე ოქროსთვის იჭიდავებენ

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ. ქართული ფინალი შედგება 74 კგ წონით კატეგორიაში,  სადაც ზურაბ ერბოწონაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეერკინებიან. დღესვე, ოქროს მედალს შეუტევს ელიზბარ ოდიკაზეც (97 კგ), ლაშა ლომთაძე (57 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ. ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებიდან, ჩემპიონობისათვის ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) იბრძოლებს, ხოლო  დავით ბაკურაძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ)…

მეტი

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი (125კგ) მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მძიმეწონოსანთა კატეგორიაში, გენო პეტრიაშვილმა 88 ქულა მოაგროვა და მეორედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მეორე პოზიციაზე, ამ წონაში  ჩინელი დენგია 77 ქულით, მესამე და მეოთხე ადგილებს კი, 50-50 ქულით, თურქების ოლიმპიური ჩემპიონი, ტაჰა აკგული და რუსი ანზორ ხიზრიევი იყოფენ. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ავთო კენჭაძე (74 კგ) 58 ქულით მესამე ადგილზეა; ამერიკელი, ჯორდან…

მეტი
1 2