AO: ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამხრეთ კორეელს მძიმე ბრძოლაში მოუგო

AO: ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამხრეთ კორეელს მძიმე ბრძოლაში მოუგო

ავსტრალიის დიდი სლემის წლევანდელ გათამაშებაზე, საქართველოს პირველმა ნომერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე სამხრეთ კორეელი კვონ სუნი იყო, რომელსაც 5 სეტში – 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3 სძლია და 1/32 ფინალში გავიდა. შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა და 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ამ მოგებით, ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა დაიცვა და მსოფლიო კვალიფიკაციაში, 29-ე პოზიციიდან 27-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მეტი

4 სეტი და 3 ტაიბრეიქი – ციციპასმა ბასილაშვილის შემდეგ ფედერერს მოუგო

4 სეტი და 3 ტაიბრეიქი – ციციპასმა ბასილაშვილის შემდეგ ფედერერს მოუგო

ავსტრალიის ღია პირველობის 1/8 ფინალს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია. 20 წლის ბერძენმა ტალანტმა, სტეფანოს ციციპასმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ, ავსტრალიის დიდი სლემის გასული წლის გამარჯვებულსა და მსოფლიოს მეორე ჩოგანს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს 4 სეტში და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოთხი სეტშიდან სამში, გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიქები გახდა საჭირო, საიდანაც ციციპასმა მხოლოდ პირველი სეტი დათმო. 6:7, 7:6, 6:5, 7:6 –  ასეთი ანგარიშით დასრულდა მატჩი, რომელიც სამ საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. ამ მოგებით,…

მეტი

ნიკა ბასილაშვილი: დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად ბევრი სწორი ნაბიჯია გასასვლელი

ნიკა ბასილაშვილი: დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად ბევრი სწორი ნაბიჯია გასასვლელი

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, დღეს გამთენიას ავსტრალიის ღია პირველობას, ბერძენ, სტეფანოს ციციპასთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და დიდი სლემის ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრამ 2 საათსა და 56 წუთს გასტანა და 6:3, 3:6, 7:6, 6:4 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა განცხადება გაავრცელა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე, სადაც აღნიშნავს, რომ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. “მოგესალმებით მეგობრებო, რა თქმა უნდა, არ იყო ის შედეგი, რასაც მე და ჩემი გუნდი ველოდით. ამ თამაშმა კარგად დამანახა, რა ეტაპზე ვიმყოფები ფსიქოლოგიურად…

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ციციპასთან რთულ ბრძოლაში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ციციპასთან რთულ ბრძოლაში დამარცხდა

ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში, საქართველოს პირველო ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიოს მე-15 ჩოგანს, 20 წლის ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში – 6:3, 3:6, 7:6, 6:4 დამარცხდა. შეხვედრამ 2 საათსა და 56 წუთს გასტანა. ყველაზე საინტერესო მესამე სეტი გამოდგა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა 4:1 ანგარიშიდან შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ, სეტის ბედი ტაიბრეიქში გაირკვა, სადაც ბერძენმა 9:7 და შესაბამისად, სეტი მოიგო. გარდამტეხი იყო მეოთხე სეტში ბასილაშვილის დაბრეიქება. ნიკა თავის მოწოდებას 0:40-ს იგებდა, თუმცა, ციციპასმა…

მეტი

ფედერერამდე გზა ციციპასზე გადის – მელბურნში გამთენიას ბასილაშვილს დიდი ბრძოლა ექნება

ფედერერამდე გზა ციციპასზე გადის – მელბურნში გამთენიას ბასილაშვილს დიდი ბრძოლა ექნება

ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-15 ჩოგანს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება. მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი სტეფანო ტრავალია დაძაბულ, 5-სეტიან ბრძოლაში 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზეგ გავიდა. იოლი გასეირნება არც ბერძენს ჰქონია, რომელმაც ვიქტორ ტროიცკის 4-სეტიან დუელში მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ განვლილი ორივე თამაში ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან მძიმედ მოიგო, ეუბენკსსა და ტრავალიასთან ის ფავორიტის სტატუსით გამოდიოდა კორტზე, დღეს კი ის რეიტინგის მიხედვით, თანაბარ კონკურენტს ხვდება….

მეტი

სამ საათიანი ბრძოლა ტრავალიასთან – ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგანია!

სამ საათიანი ბრძოლა ტრავალიასთან – ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგანია!

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე, მეორე გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც იტალიელ სტეფანო ტრავალიას ძალიან მძიმე, ხუთ სეტიან ბრძოლაში – 6:3, 3:6, 6:3, 4:6, 3:6 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამ მოგებით, ბასილაშვილმა სარეიტინგო ქულების დაცვა მოახერხა და მსოფლიო რეიტინგში უკვე მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში, ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მე-15 ჩოგანს, ბერძენ სტეფანოს ციციპას დაუპირისპირდება. სტეფანო ტრავალიასთან მატჩმა სამ  საათს გასტანა.

მეტი

ბასილაშვილისა და ტრავალიას შეხვედრა, 16 იანვარს, თბილისის დროით, 04:00 საათზეა დაგეგმილი

ბასილაშვილისა და ტრავალიას შეხვედრა, 16 იანვარს, თბილისის დროით, 04:00 საათზეა დაგეგმილი

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირის მეორე რაუნდის შეხვედრას, მსოფლიოს მე-19 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ხვალ, იტალიელი სტეფანო ტრავალიას წინააღმდეგ გამართავს. პირველ წრეში, ქართველმა ჩოგბურთელმა, ამერიკელი კრისტოფერ ეუბანკსი დაძაბულ ბრძოლაში, 4 სეტში – 4:6, 6:4, 6:7, 3:6 დაამარცხა და 75 000 ამერიკული დოლარიც გამოიმუშავა. ტრავალიას კი, გარდა ავსტრალიის ღია პირველობის პირველი ეტაპის თანხისა, წელს 780 დოლარი აქვს მხოლოდ მიღებული. გასულ წელს, ATP ტურნირებზე, 27 წლის იტალიელმა 15-დან 4 შეხვედრა მოიგო, 11 კი წააგო. ბასილაშვილისა და…

მეტი

ბასილაშვილის მომავალ მეტოქეს წელს 780 დოლარი აქვს გამომუშავებული

ბასილაშვილის მომავალ მეტოქეს წელს 780 დოლარი აქვს გამომუშავებული

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში, მსოფლიოს მე-19 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ სტეფანო ტრავალიას დაუპირისპირდება. ATP-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, იტალიელი ჩოგბურთელი ახლა რეიტინგში 137-ე ადგილს იკავებს, კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი 108-ე პოზიციაა. წელს კი, ჯამში 780 დოლარი აქვს გამომუშავებული. 27 წლის იტალიელი აქტივში, 2018 წელს,  ATP-ს ეგიდით, სულ 15 ჩატარებულია მატჩია, საიდანაც მხოლოდ 4 მოიგო. შემოსავალმა კი 559 197 დოლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, იანვრის ბოლოს, საიტი მონაცემებს განაახლებს და  ტრავალიას დიდი სლემის ტურნირის პირველი ეტაპის ბარიერის…

მეტი

ახალი რეკორდი რეიტინგში – ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-19 ჩოგანია

ახალი რეკორდი რეიტინგში – ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-19 ჩოგანია

ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც პირველ წრეში ამერიკელ კრისტოფერ ეუბენკსის დაუპირისპირდა და ძალიან რთულ და დამღლელ ბრძოლაში, 4 სეტში – 4:6, 6:4, 6:7, 3:6 დაამარცხა. შეხვედრამ 2 საათსა და 44 წუთს გასტანა. უკვე ამ შეხვედრას ბასილაშვილი მსოფლიოს მე-19 ჩოგნის სტატუსით ატარებდა. კრისტოფერ ეუბანკსთან მოგების შემდეგ, ნიკას 45 სარეიტინგო ქულა დააკლდა, რადგან ამ ტურნირზე მას ქულები აქვს დასაცავი. ბასილაშვილს ახლა აქტივში 1775 ქულა აქვს, თუმცა უახლოესი მდევარი, ბელგიელი დევიდ გოფინი მას…

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს პირველმა და მსოფლიოს უკვე მე-19 ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ავსტრალიის დიდი სლემის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი 1/64 ფინალში, მსოფლიოს 171-ე ჩოგანს, ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკს დაუპირისპირდა და ძალიან მძიმე ბრძოლაში, ოთხ სეტში 0 4:6, 6:4, 6:7, 3:6 დაამარცხა. შეხვედრამ 2 საათსა და 44 წუთს გასტანა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაზე, ბასილაშვილი მსოფლიოს მე-19 ჩოგბურთელის რანგში გამოვიდა, რადგან რეიტინგში მის წინ მყოფმა, დანიილ მედვედემა 172 სარეიტინგო ქულა დაკარგა. ეს ქართველი ჩოგბურთელისთვის ახალი რეკორდია პირად კარიერაში.

მეტი
1 2