ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ავღანეთს ესტუმრა

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ავღანეთს ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას ესტუმრა, სადაც მაზარ-ი-შარიფში, ბაგრამსა და ქაბულში მდებარე სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართა, სადაც ყურადღება ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, სტაბილურობის გაძლიერებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილსა და მათ პროფესიონალიზმზე გამახვილდა. მაზარ-ი-შარიფში, ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის სამხედრო ქვედანაყოფზე ქართველ მშვიდობისმყოფელებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა მათ თავდაცვის ძალებში დაგეგმილი სოციალური და…

მეტი

ავღანეთში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა

ავღანეთში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა

ავღანეთში, ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. ტერორისტული აქტი ნანგარჰარის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, ჰასკა მეინას დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთზე პარასკევის ლოცვის დროს განხორციელდა. მეჩეთის შიგნით დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შემდეგ შენობის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

მეტი