ირანი აღიარებს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება მათი მხრიდან “კატასტროფული შეცდომაა”

ირანი აღიარებს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება მათი მხრიდან “კატასტროფული შეცდომაა”

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი “ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“ შემთხვევით ჩამოაგდეს. ამ განცხადებით, რამდენიმე დღიანი უარის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ თეირანში, უკრაინული თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა, შემთხვევით. ინფორმაცია ირანულმა მედიამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავეს სათანადოდ დასჯის პირობას დებენ. შეგახსენებთ, რომ ირანი კატეგორიულად უარყოფდა რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო და სათანადო არგუმენტებსაც აყალიბებდა. 8 იანვარს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას 176 ადამიანის…

მეტი

ირანი: უკრაინული ლაინერი აეროპორტში დაბრუნებას აპირებდა

ირანი: უკრაინული ლაინერი აეროპორტში დაბრუნებას აპირებდა

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავი, რომელმაც გასულ ოთხშაბათს ავიაკატასტროფა განიცადა, აეროპორტში დაბრუნებას აპირებდა, – ნათქვამია ირანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინასწარ დასკვნაში. ავიალაინერი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 176 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. “თვითმფრინავს, რომელიც თავდაპირველად დასავლეთისკენ მიდიოდა, პრობლემა შეექმნა, რის გამოც მან მარჯვნივ აიღო გეზი და აეროპორტში დაბრუნებას აპირებდა”, – განუცხადა სააგენტოს დირექტორმა, ალი აბეძადემ ირანულ საინფორმაციო სააგენტო “ტასმინს”. მისი თქმით, პილოტს არ უცნობებია დისპეჩერისთვის ბორტზე შექმნილი საგანგებო…

მეტი

თეირანში უკრაინის ავიახაზების ლაინერი ჩამოვარდა – ყველა მგზავრი დაღუპულია

თეირანში უკრაინის ავიახაზების ლაინერი ჩამოვარდა – ყველა მგზავრი დაღუპულია

თეირანში, უკრაინის ავიაზახების კუთვნილი ლაინერი “ბოინგ 737” ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ირანის 147 მოქალაქე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის ორი მოქალაქე, ასევე, ეკიპაჟის 13 წევრი, ირანის 71, კანადის 73, გერმანიის ოთხი, დიდი ბრიტანეთის სამი, შვეიცარიის რვა და ავღანეთის ექვსი მოქალაქე. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ავიალაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის გაუმათაობა გახდა. მომხდარის გამო, ომანში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ…

მეტი

Breaking News: ავიაკატასტროფა ყაზბეგში – დაღუპულია სამი ადამიანი

Breaking News: ავიაკატასტროფა ყაზბეგში – დაღუპულია სამი ადამიანი

ავიაკატასტროფა მოხდა ყაზბეგში. სასტუმრო “რუმსის” კუთვნილი ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც სამი ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა და სამივე მგზავრი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არიან პილოტი, ილო ბაიდაშვილი, პილოტის დამხმარე კოტე საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი.

მეტი

რა მოხდა შერემეტიევოს აეროპორტში? – დეტალები ავიაკატასტროფის ადგილიდან

რა მოხდა შერემეტიევოს აეროპორტში? – დეტალები ავიაკატასტროფის ადგილიდან

5 მაისის საღამოს, შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა სამგზავრო თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100, რომელიც მოსკოვი-მურმანსკის რეისს ახორციელებდა. დაშვებისას ლაინერს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე 78 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, დაიღუპა 41 ადამიანი. ავიაკომპანია “აეროფლოტის” “სუპერჯეტი” შერემეტიევოდან, მოსკოვის დროით, 18:02 საათზე აფრინდა. აფრენიდან მალევე, ეკიპაჟმა ხომალდის გაუმართაობის შესახებ გადმოსცა და აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. 18:30 საათზე ლაინერი ასაფრენ ბილიკზე ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, რომ ავიაკატასტროფის სამ ვერსიას განიხილავს: პილოტების,…

მეტი

ავიაკატასტროფას ეთიოპიაში 157 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას ეთიოპიაში 157 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას ეთიოპიაში 157 ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედია ეთიოპიის ნაციონალურ ავიაზახების ბოინგ 737-ზე დატრიალდა, რომლის ბორტზეც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა. ავიალაინერი ადის აბებადან კენიის დედაქალაქის, ნაირობის მიმართულებით მიფრინავდა. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი, Twitter -ზე, გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ტრაგედიის ადგილას შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მეტი