Aurora Station – პირველი კოსმოსური სასტუმრო ორბიტაზე, სავარაუდოდ, 2022 წელს გაიხსნება

Aurora Station – პირველი კოსმოსური სასტუმრო ორბიტაზე, სავარაუდოდ, 2022 წელს გაიხსნება

შესაძლოა, არარეალურად გამოიყურება, მაგრამ 2022 წლიდან ადამიანები შვებულების გატარებას უკვე კოსმოსში მდებარე სასტუმროში შეძლებენ.   ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2018 წლის აპრილში, Space 2.0-ის კონფერენციაზე, სან-ხოსეში (კალიფორნია) გამოაცხადეს, რომ Aurora Station (სადგური “ავრორა”) იქნება მსოფლიოში პირველი სასტუმრო ორბიტაზე.  “ავრორას” სტუმრებს, 12 დღე-ღამის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ, ისიამოვნონ დედამიწის კოსმოსიდან ყურებით და დააკვირდნენ ჩრდილოეთის ნათებას. მათ არ მოუწევთ ასტრონავტების მსგავსად ცხოვრება, რადგან სასტუმრო – საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ლუქს-ვერსია იქნება. ამასთან, ისინი ნამდვილად კოსმოსში დაიძინებენ, ორბიტაზე, რომელიც ჩვენი…

მეტი