კალიფორნია მასშტაბურ ხანძარს ებრძვის

კალიფორნია მასშტაბურ ხანძარს ებრძვის

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია. 200-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 250 ათასზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა.            ძლიერი ქარი ცეცხლის კიდევ უფრო გავრცელების საფრთხეს ქმნის. შტატის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა პრეზიდენტ ტრამპს საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისკენ მოუწოდა, რაც ხანძრის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში ფედერალური ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს. ეს განცხადება ბრაუნმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ადგილობრივი ხელისუფლება, ხანძრების გამო, არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და დაფინანსების შემცირებით დაემუქრა. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ხანძართან საბრძოლველად…

მეტი

ტრამპი: უცხო ქვეყნების მოქალაქეთა აშშ-ში დაბადებული შვილები ამერიკის მოქალაქეობას ვეღარ მიიღებენ

ტრამპი: უცხო ქვეყნების მოქალაქეთა აშშ-ში დაბადებული შვილები ამერიკის მოქალაქეობას ვეღარ მიიღებენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს, გაუუქმოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შვილებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში დაიბადნენ. “ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ადამიანი ჩამოდის, შვილს აჩენს და ბავშვი, 85 წლით, აშშ-ს მოქალაქეობას და ყველა შესაბამის უპირატესობას იღებს. ეს სისულელეა და ამიტომ უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ტრამპმა HBO-ს ტელეეთერში. მოქალაქეობის მიღების უფლებას, შეერთებულ შტატებში დაბადების შემთხვევაში, აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორება ითვალისწინებს. ტრამპის თქმით, მისი გაუქმებისთვის სახელმწიფოს ძირითად კანონში ახალი შესწორების შეტანა საჭირო არ გახდება…

მეტი

FBI-მ დააკავა პირი, რომელმაც ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამასა და ტელეკომპანია CNN-ის აფეთქება სცადა

FBI-მ დააკავა პირი, რომელმაც ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამასა და ტელეკომპანია CNN-ის აფეთქება სცადა

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ფლორიდის ქალაქ პლანტეიშენში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 13 საფოსტო ბომბის დამზადებასა და გაგზავნაშია ეჭვმიტანილი. ადრესატებს შორის იყვნენ: ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, დემოკრატი სენატორები – კორი ბუკერი და კამალ ჰარისი, ასევე, ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კლეპერი. მსგავსი საფოსტო ამანათები ხელნაკეთი ბომბებით, ასევე გაიგზავნა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-სა და მსახიობ რობერტ დე ნიროს რესტორანში. ყველა გაგზავნილ მისამართზე საფოსტო ბომბების წინასწარ აღმოჩენა და გაუვნებელყოფა მოხერხდა. შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ აფეთქებულა….

მეტი
1 2 3 4