აშშ-ს კონგრესი კრემლის წინააღმდეგ – უმკაცრესი რეზოლუციები, რომელიც ხმათა უდიდესი უმრავლესობით მიიღეს

აშშ-ს კონგრესი კრემლის წინააღმდეგ – უმკაცრესი რეზოლუციები, რომელიც ხმათა უდიდესი უმრავლესობით მიიღეს

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 4 დოკუმენტი მიიღო, რომელიც კრემლის პოლიტიკას გმობს. კონგრესმენებმა პრეზიდენტ პუტინის რეჟიმს დააკისრეს პასუხისმგებლობა ბორის ნემცოვის სიკვდილთან დაკავშირებით, ასევე, აშშ-ს ხელისუფლებას მკაცრი აკრძალვა დაუწესეს: არასოდეს, არც იურიდიულად და არც ფაქტობრივად არ აღიაროს ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში. მოწინააღმდეგეთა დევნა და მკვლელების მფარველობა  პირველ დოკუმენტში კონგრესი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის  საკითხის დაყენებას და ამ საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვს. “წარმომადგენელთა პალატა გმობს ვლადიმერ პუტინსა და მის რეჟიმს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნისა და ბორის ნემცოვის მკვლელების მფარველობის გამო,…

მეტი

ალაბამაში ტორნადოს 23 ადამიანი ემსხვერპლა

ალაბამაში ტორნადოს 23 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ს აღმოსავლეთში, ალაბამას შტატში თავსდამტყდარ ტორნადოს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ოლქის შერიფის, ლი ჯეი ჯონსის თქმით, სტიქიის მსხვარპლთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. სამაშველო ოპერაცია დღეს, გამთენიას შეწყდა. “მთავარი პრობლემა საცხოვრებელ ადგილებზე ნანგრევების უზარმაზარი მასაა”, – განუცხადა “სი-ენ-ენს” ჯონსმა. აშშ-ს ნაციონალური მეტეოსამსახურის ცნობით, შტორმის ეპიცენტრში ქარის სიჩქარემ 266 კმ/საათს მიაღწია. შტატის ხელისუფლება დაღუპულთა და დაშვებულთა შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულთა შორის 8 წლის ბავშვია – ქალაქ ბორეგარიდან. ასეთი…

მეტი

“ახალგაზრდა სისხლი” სიბერის შესაჩერებლად

“ახალგაზრდა სისხლი” სიბერის შესაჩერებლად

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა  მოსახლეობას მოუწოდებს, შეწყვიტონ “ახალგაზრდა სისხლის” გადასხმის პრაქტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, როგორც სხეულის დაბერების, ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება. აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მსგავსი “მკურნალობის” პოპულარობისა და სიძვირისა, მისი ეფექტურობა არანაირი სამეცნიერო კვლევით დადასტურებული არ არის.  უფრო მეტიც, სისხლის ან პლაზმის დიდი მოცულობით გადასხმა, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, კლინიკებში,  სადაც “ახალგაზრდა სისხლზე” მუშაობენ,  მოთხოვნა ამ პროცედურაზე დღითიდღე იზრდება. Business Insider-ის ინფორმაციით,…

მეტი

მამუკა ბახტაძე აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციას შეხვდა

მამუკა ბახტაძე აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციას შეხვდა

“საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა. გენერლების დელეგაციას, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, პრემიერმა საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა აშშ-თან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა წვრთნები, რომელიც ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით მიმდინარეობს, კერძოდ – სწავლება „ღირსეული პარტნიორი” (Noble partner). საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოებას….

მეტი

აშშ-ს კვლავ “შათდაუნი” ემუქრება

აშშ-ს კვლავ “შათდაუნი” ემუქრება

აშშ-ის კონგრესში, მოლაპარაკებები რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, ჩიხში შევიდა. ამიტომ ქვეყანა კვლავ “შათდაუნის” ზღვარზეა, რაც სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. მოლაპარაკების მონაწილეები შეთანხმების მიღწევას ორშაბათს იმედოვნებდნენ, რაც კონგრესს საშუალებას მისცემდა, პარასკევამდე ბიუჯეტი დაემტკიცებინა. 15 თებერვალს მთავრობის მუშაობის დროებითი ამოქმედების ვადა იწურება. სახელმწიფო დაწესებულებების, სამი კვირის ვადით, სრულფასოვანი მუშაობის განახლების შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 იანვარს განაცხადა – აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 35 დღიანი “შათდაუნის” შემდეგ. თუმცა “შათდაუნის” შემდეგ დაწყებული მოლაპარაკებების დროს, ყველაზე სადაო საკითხი კვლავ…

მეტი

ანომალიური ზამთარი აშშ-ში: ქვეყნის დასავლეთი, ფაქტობრივად, პარალიზებულია

ანომალიური ზამთარი აშშ-ში: ქვეყნის დასავლეთი, ფაქტობრივად, პარალიზებულია

აშშ-ის ტერიტორიის დიდ ნაწილს თავს ძლიერი ყინვები დაატყდა. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთში ფიქსირდება, სადაც ტემპერატურის მაჩვენებელი -30 გრადუს ცელსიუსს გასცდა. ყინვისგან ყველაზე მეტად ჩრდილოეთ დაკოტას, ვისკონსინის, აიოვას, მინესოტას, მიჩიგანისა და ილინოისის შტატები დაზარალდნენ. ჩიკაგოში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა (-33 გრადუსი ცელსიუსით), ჩრდილოეთ დაკოტაში კი, -37 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. ქალაქების უმეტესობაში დაიხურა სკოლები, სახელმწიფო დაწესებულებები და მუზეუმები. შეფერხებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაშიც. ბოლო მონაცემებით, ძლიერმა ყინვამ მინიმუმ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.     აიოვაში…

მეტი

დონალდ ტრამპი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავებს ფასტ-ფუდით გაუმასპინძლდა (ვიდეო)

დონალდ ტრამპი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავებს ფასტ-ფუდით გაუმასპინძლდა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავებს, Clemson Tigers-ის მოთამაშეებს, თეთრ სახლში უმასპინძლა და ფასტ-ფუდით გაუმასპინძლდა. როგორც ტრამპმა სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, გუნდისთვის სადღესასწაულო საკვები თავად შეუკვეთა და პირადად გადაიხადა. ”დიდი ბიჭები მყავს სტუმრად, რომლებსაც სმა-ჭამა უყვართ. ჰოდა, პიცა, ჰამბურგერი, ბიგ-მაკი და უამრავი პომესი შევუკვეთე. დიდებულია ამერიკული საკვები”, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

მეტი

ტრამპი ამბობს, რომ არაფერს მალავს. რატომ არ არსებობს ტრამპი-პუტინის შეხვედრების სტენოგრამა?

ტრამპი ამბობს, რომ არაფერს მალავს. რატომ არ არსებობს ტრამპი-პუტინის შეხვედრების სტენოგრამა?

გავლენიანი ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” (Washington Post) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრების შესახებ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკებების დეტალები დამალა. გაზეთის ცნობით, ტრამპმა თარჯიმანს ერთ-ერთი შეხვედრის სამუშაო ჩანაწერებიც კი წაართვა. “ვაშინგტონ პოსტი” იუწყება, რომ დონალდ ტრამპს, აშშ-ის სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, პუტინთან შეხვედრებზე თეთრი სახლის მაღალჩინოსნები არ დაჰყავს და ამ მოლაპარაკებების დეტალებს არავის უზიარებს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საკითხების კომიტეტმა უკვე განაცხადა, რომ ამ თემაზე საგანგებო…

მეტი

აშშ-ში რიგით მესამე თანამდებობას ტრამპის ცნობილი კრიტიკოსი იკავებს

აშშ-ში რიგით მესამე თანამდებობას ტრამპის ცნობილი კრიტიკოსი იკავებს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკოსი, დემოკრატიული პარტიის ვეტერანი წევრი და კონგრესმენი კალიფორნიის შტატიდან, ნენსი პელოსი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად მეორედ აირჩიეს. ეს პოსტი ვაშინგტონში, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ, გავლენითა და მნიშვნელობით მესამეა. პელოსის კანდიდატურას მხარი 220-მა კონგრესმენმა დაუჭირა, მის რესპუბლიკელ კონკურენტს – კევინ მაკარტის კი ხმა 192-მა კონგრესმენმა მისცა. წარმომადგენლთა პალატაში, ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ, უმრავლესობა დემოკრატებმა მოიპოვეს. პალატაში 235 დემოკრატი და 199 რეპუბლიკელია. სენატში უპირატესობას კვლავ რესპუბლიკელები ინარჩუნებენ. 2007 წლის 4 იანვარს ნენსი…

მეტი

სროლა ჩიკაგოს საავადმყოფოში: დაიღუპა 4 ადამიანი

სროლა ჩიკაგოს საავადმყოფოში: დაიღუპა 4 ადამიანი

შეიარაღებულმა მამაკაცმა ჩიკაგოს საავადმყოფოში ცეცხლი გახსნა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა საავადმყოფოს 2 თანამშრომელი – ექიმი და ფარმაცევტი, ასევე, პოლიციელი და თავად თავდამსხმელი. ჯერჯერობით უცნობია, ამ უკანასკნელს ესროლეს თუ მან თავი მოიკლა. შეიარაღებული თავდასხმა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა საავადმყოფოს პარკინგზე, დაპირისპირების შემდეგ დაიწყო, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. ამის შემდეგ შეიარაღებული მამაკაცი კლინიკაში შეიჭრა და უმისამართო სროლა ატეხა. თავდასხმის მოტივები, ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის.  შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა პოლიცია, განხორციელდა პაციენტების…

მეტი
1 2 3 4