აშშ-ს სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტები დაჰაკეს

აშშ-ს სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტები დაჰაკეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საგანგებო ბრძანება მას შემდეგ გამოსცა, რაც გაირკვა, რომ მისი სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტები კიბერ შეტევის შედეგად გატეხეს. ყველა ფედერალურმა სამოქალაქო სააგენტომ მიიღო დავალევა, რომ კომპიუტერული ქსელის ინსტრუმენტი – SolarWinds დაუყოვნებლივ გაეთიშათ, რომელიც მავნე ქმედებებისთვის გამოიყენეს. აშშ-ს ჯერ საჯაროდ არ დაუდგენია, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან, მაგრამ სამმა ადამიანმა, რომელიც ბოლო თავდასხმას იძიებს, სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ამ ჰაკერული თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას. Facebook-ზე გაკეთებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებებს უსაფუძვლო…

მეტი

საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში. დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის…

მეტი

საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო

საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო

საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ. 4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს.” – ნათქვამია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მეტი

აშშ-ის სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდასაჭერად შემოვიდა

აშშ-ის სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდასაჭერად შემოვიდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  ოფოციალური ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. როგორც საელჩოში აცხადებენ, მსოფლიოს ინტერესებშია, შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ. „შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში…

მეტი

აშშ-ში ქართული ვირის რძისგან დამზადებული კოსმეტიკა VIRUKELA იყიდება

აშშ-ში ქართული ვირის რძისგან დამზადებული კოსმეტიკა VIRUKELA იყიდება

2019 წელს თემურ ლომიძემ და მისმა ამერიკელმა პარტნიორმა „ვირუკელას“ ბრენდის ქვეშ აშშ-ში 10 000 დოლარის ღირებულების ვირის რძით დამზადებული კოსმეტიკური პროდუქცია ექსპორტზე გაიტანეს. თემურ ლომიძე უკვე 4 წელია რაც ვირების ფერმას „სახედარს“ მართავს და მათგან მიღებულ რძეს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. 1 ლიტრი ვირის რძის ღირებულება საქართველოში 60 ლარია. თემურ ლომიძემ ფერმის ამოქმედებიდან მალევე ვირის რძისგან კომეტიკური საშუალებების წარმოება დაიწყო და პირველი ექსპორტი აშშ-ში 2019 წლის დასაწყისში განახორციელა. როგორც ლომიძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ეკოლოგიურად სუფთა და…

მეტი

ოპოზიცია ხელისუფლებისგან პოლიტიკური კრიზისიდან გონივრული გამოსავალის შეთავაზებას ელის

ოპოზიცია ხელისუფლებისგან პოლიტიკური კრიზისიდან გონივრული გამოსავალის შეთავაზებას ელის

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დილიდან ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს მართავენ. შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან, ყველა პარტიის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე მიმდინარეობს. განსახილველი საკითხი 31 ოქტომბრის არჩევნები და მის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტირებაა. ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ფასილიტატორები არიან. რაც შეეხება თავად ოპოზიციურ სპექტრსა და „ქართულ ოცნებას“ შორის აუდიენციას, მესამე რაუნდი, რომელზეც ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებისგან კრიზისული სიტუაციიდან გონივრულ გამოსავალთან დაკავშირებით შეთავაზებას ელიან, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება. მანამდე ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის…

მეტი

ფილიპ რიკერმა ოპოზიციას ხელისუფლებასთან შეთანხმებისკენ მოუწოდა

ფილიპ რიკერმა ოპოზიციას ხელისუფლებასთან შეთანხმებისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ რიკერმა, ოპოციასთან შეხვედრისას პარტიების წარმომადგენლებისგან საპარლამენტო არჩევნების შეფასება მოესმინა.   შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში”  დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. შეხვედრაზე განხილული თემების შესახებ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს. ზურაბ ჯაფარიძე: „შეხვედრის მიზანი იყო, მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა მან საკუთარი ხედვაც გაგვიზიარა. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა. მისი მხრიდან შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არს სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის,…

მეტი

არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები განცხადებას ავრცელებენ

არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.  ინფორმაცია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. „საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა. ისინი 20 წელია, რაც დემოკრატიას აშენებენ და და ჯერჯერობით კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და ვფიქრობთ, ეს არის ის, რაც ჩვენ ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების დროს ვნახეთ,“ – აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. განცხადებაში ნათქვამია, რომ წინა წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად, ბოლოს ჩატარებული არჩევნების დროსაც არაერთი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის, ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების…

მეტი

“გაუთვალისწინებელი შეხვედრა” – ოპოზიცია დღეს პომპეოს მოადგილეს ხვდება

“გაუთვალისწინებელი შეხვედრა” – ოპოზიცია დღეს პომპეოს მოადგილეს ხვდება

ოპოზიციასა და მაიკ პომპეოს მოადგილეს შორის შეხვედრა ჩაინიშნა – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს. „მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან – ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც რა თქმა უნდა, ჩემი აზრით არ იყო სწორი – ახლა ის ჩაინიშნა. ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების…

მეტი

არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე სასამართლო რეფორმასა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე ისაუბრეს

არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე სასამართლო რეფორმასა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე ისაუბრეს

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური…

მეტი
1 2 3 7