NGO-ების ბრალდებებს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე “გაუგონარს” უწოდებს

NGO-ების ბრალდებებს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე “გაუგონარს” უწოდებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, წინასააჩევნოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის თაობაზე, საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა. მან ბრალდებას “გაუგონარი” უწოდა და აღნიშნა, რომ სააგენტოს თანამშრომლები შეურაცხყოფილნი არიან. „არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მე, სოსო გიორგაძე, ჩემ თანამშრომლებთან ერთად, გამოგვაცხადეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს გაუგონარი ბრალდება ეფუძნებოდა მათ მიერ გამოგონილ აბსურდულ არგუმენტებს. მინდა განვაცხადო, რომ თეორიულადაც კი რთულია იმის წარმოდგენა, რასაც ისინი გვაბრალებენ. პირველი, რაც გავაკეთეთ, მივმართეთ შესაბამის უწყებებს, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რათა დაიწყონ…

მეტი

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას “ვალების განულების” თაობაზე ამომრჩევლთა მოსყიდვად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას “ვალების განულების” თაობაზე ამომრჩევლთა მოსყიდვად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას –  600 000 მოქალაქისთვის “ვალების ჩამოწერის” თაობაზე, “ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას” უწოდებენ და  საქართველოს პროკურატურას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 000 ამომრჩეველს ვალები ჩამოეწერება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. კერძოდ, 19…

მეტი