პომპეოს ვიზიტის პარალელურად თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ. “გაყალბებულია” – ამ ტრანსფარანტებით მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტის წინ დასრულდება. აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოსა და აშშ-ის დროშები უჭირავთ. მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა კოსტავას ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია გამართეს, რითიც არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ამ გზით ცდილობენ მიეწვდინონ სტრატეგიულ პარტნიორს ხმა, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში.
მეტი