სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ბერშუეთელ მოზარდებს კიმონოები აჩუქა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ბერშუეთელ მოზარდებს კიმონოები აჩუქა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ, ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს,  სპორტის დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ძიუდოს ფედერაციასთან ერთად ახალი კიმონოები ჩაუტა. გარდა ამ საჩუქრისა, ანზორ ჩუბინიძემ, მონაწილეობა მიიღო სპორტული აქსესუარების პირველ საქველმოქმედო აუქციონში, რომელიც ბერშუეთის სკოლის დარბაზის დასახმარებლად ჩატარდა და ორი ლოტიც შეიძინა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის განცხადებით, მნიშვენლოვანია, რომ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის სკოლის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასეთი ღონისძიება ჩატარდა. „აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი ასპექტი გამოსაყოფი. პირველ რიგში, მაინც ვიტყოდი, რომ ის ადგილი,…

მეტი

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა. სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა…

მეტი

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები სრულდება.  დარბაზი სრულ ექსპლუტაციაში უახლოეს პერიოდში შევა. მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაგეგმილია დარბაზის გახსნის ღონისძიება, რისთვისაც ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებიან და სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ამზადებენ. 1973 წელს აშენებული დარბაზის დაზიანებული სახურავიდან წყალი წლების განმავლობაში ჩადიოდა, რის გამოც მოსწავლეებს დანესტილ კედლებში, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. განადგურებული ინვენტარი, მოძველებული და ჩამტვრეული იატაკი, ნაგავსაყრელად ქცეული გასახდელები, სადაც კედლები მიწისძვრის შედეგად დაინგრა, გაუსაძლისი სიცივე…

მეტი