ლაშა ტალახაძემ რომის მსოფლიო თასზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძემ რომის მსოფლიო თასზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

რომის მსოფლიო თასზე, ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა. გარდა ლაშა ტალახაძისა, რომის მსოფლიო თასი, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდებოდა, ტრიუმფით დაასრულა ანტონ პლესნოიმაც (96კგ). პლესნოიმ ატაცში 170/176 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა….

მეტი

ანტონ პლესნოიმ ოქროსთვის აიტაცა

ანტონ პლესნოიმ ოქროსთვის აიტაცა

ანტონ პლესნოი ატაცში ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ძალოსანმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ატაცში 168/173 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. წარმოშობით უკრაინელმა ძალოსანმა თავის უახლოეს მდევარს, ასევე უკრაინელ სპორტსმენს 9 კილოგრამით აჯობა და ამ შედეგით საქართველოს ნაკრებს უმაღლესი სინჯის მედალი შესძინა. შეჯიბრი რამდენიმე წუთში აკვრაში დაიწყება. დღესვე, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები რევაზ დავითაძემ მოიპოვა.

მეტი