მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” დატოვეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” დატოვეს

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები დატოვეს. ამის შესახებ განცხადებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს. “მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირები შეემატონ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად…

მეტი

მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა

მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა

“თიბისი ბანკისა” და ანაკლიის განვითარების კონსირციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა. ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადება გაავრცელა: “დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ). „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია…

მეტი