ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება

ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი, ანუ ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა იყო. „სააგენტო განიხილავდა და ათანხმებდა ინვესტორის სადამფუძნებლო სტრუქტურის ცვლილების საკითხებს, ინვესტორის…

მეტი

მამუკა ხაზარაძის “ლელო” – საზოგადოებრივი მოძრაობა მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება

მამუკა ხაზარაძის “ლელო” – საზოგადოებრივი მოძრაობა მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება

ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც სათავეში TBC ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე უდგას, “ლელო” ერქმევა. ხაზარაძე ამბობს, რომ მისი ინსპირაცია გალაქტიონის ლექსია და ამის სადემონსტრაციოდ დღეს, ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე, ლექსიდან “მშობლიურო ჩემო მიწავ” ფრაგმენტიც კი წაიკითხა. “ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია. ეს არის სახელი, სადაც ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავდოთ ჩვენი ლელო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება – ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ეს პროცესი თუ არ დამთავრდა,…

მეტი