2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე გამოსვლა დაასრულა

2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე გამოსვლა დაასრულა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, იტალიის დედაქალაქ რომში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ლადო გეგეშიძის გუნდს ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა. ლევან არაბულს (130კგ) შეეძლო 46 წლიანი ნავსი გაეტეხა და ამ სახეობაში, მძიმე წონაში საქართველოსთვის ოქროს მედალი მოეტანა, თუმცა მან ფინალში ხასიათი ვერ გამოავლინა და ვერცხლს დასჯერდა. ოქროს ფინალი დათმო ახალგაზრდა ირაკლი (იური) ლომაძემაც, რომელმაც ფინალამდე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები ჩამოიშორა, თუმცა, სამგზის მსოფლიო ჩემპიონთან, გერმანელ შტებლერთან ვერაფერი…

მეტი

ამირან შავაძემ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაო მოუტანა

ამირან შავაძემ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაო მოუტანა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, ამირან შავაძემ (60კგ), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის ფინალში, ქართველმა ფალავანმა რუსი ლოკიაევი 6:6-ზე 4-ქულიანი გდების უპირატესობის ხარჯზე დაამარცხა. ამ დროისთვის, ლადო გეგეშიძის  გუნდის აქტივში 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. გუშინ, საჩემპიონი დაპირისპირებაში ლევან არაბულმა (130კგ) რუმინელ მეტოქესთან წააგო, ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) კი ასევე რუმინელ ტიტას შანსი არ დაუტოვა. დღეს, ეროვნული გუნდისთვის ერთადერთი ოქროს მედლის მოტანას იური ლომაძე  (72კგ) შეეცდება.

მეტი

იური ლომაძე ევროპირველობის ფინალშია, ამირან შავაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

იური ლომაძე ევროპირველობის ფინალშია, ამირან შავაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ლევან არაბულის გარდა (130კგ), კონტინენტის ჩემპიონის ტიტულისთვის ირაკლი ლომაძე (72კგ) იჭიდავებს. ნახევარფინალში ლომაძემ თურქი სელჩუკ ჩანი, აშკარა უპირატესობით – 9:0 დაამარცხა და ქულები მხოლოდ პირველ შეხვედრაში, სერბ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონ შტეპანეკთან დაკარგა. ოქროს მედლისთვის, ქართველი ფალავანი გერმანელ შტებლერს დაეჭიდება. ამირან შავაძემ კი ფინალისთვის ბრძოლა ასევე თურქ კონკურენტთან დათმო და ხვალ ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. რამდენიმე წუთში, რომის ოლიმპიურ ცენტრში, მატეო პელიკონეს სახელობის…

მეტი