ოლიმპიური ოქრო ლოზანადან – ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ ისტორია დაწერეს

ოლიმპიური ოქრო ლოზანადან – ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ ისტორია დაწერეს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ზამთრის ახალაგზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი მოიპოვა. ფიგურულმა მოციგურავეებმა, ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ისტორია ოქროს მედლებით დაწერეს. ლოზანაში მიმდინარე ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დღეს მედლების ბოლო კომპლექტი ფიგურულ ციგურაობაში გათამაშდა. ამჯერად, ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოდნენ ე.წ. შერეული ინტერნაციონალური გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა ერთეულთა თანრიგის ფიგურისტებისგან. სწორედ ამ დისციპლინაში გაიმარჯვა გუნდმა (Team Courage), რომლის შემაგენლობაშიც შედიოდა ალინა ბუტაევა- ლუკა ბერულავას…

მეტი

ლუკა ბერულავა და ალინა ბუტაევა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პრიზიორები არიან

ლუკა ბერულავა და ალინა ბუტაევა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პრიზიორები არიან

ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა. ფიგურულ ციგურაობაში, ლუკა ბერულავასა და ალინა ბუტაევას წყვილმა, რომელმაც ორი დღით ადრე მოკლე პროგრამაში 59.14 ქულით მესამე შედეგი დაიმსახურა და თავისუფალი პროგრამისთვის პრიზიორთა შორის რეალური განაცხადი გააკეთა, დღესაც წარმატებით იასპარეზა. ბერულავა-ბუტაევას დუეტმა თავისუფალ პროგრამაში 98.15 ქულა დაიმსახურა, ჯამში 157.29 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ლოზანაში სულ მსოფლიოს 8 საუკეთესო წყვილი გამოდიოდა. მათ შესარჩევ ტურნირებზე, მძაფრი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. ცხადია, განსაკუთრებით კონკურენტულ…

მეტი

ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა Volvo Open Cup-ის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა Volvo Open Cup-ის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირზე, “Volvo Open Cup”-ზე, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყნის 200-დე მოციგურავე მონაწილეობს, ახალბედა ქართველმა სპორტულმა წყვილმა, ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ, მესამე საპრიზო ადგილი და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. წლევანდელ ტურნირზე მედლების პირველი კომპლექტი, იუნიორთა შორის სპორტული წყვილების კატეგორიაში გათამაშდა, სადაც ასპარეზობდა ახალბედა ქართველი სპორტული წყვილი ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა, რომლებისთვისაც რიგის ტურნირი მათ კარიერაში რიგით მესამე საერთაშორისო ასპარეზობა იყო პოლონეთისა და ხორვატიის გრან პრის ეტაპების შემდეგ. სადებიუტო სეზონის…

მეტი

ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს

ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს

ფიგურულ ციგურაობაში, იუნიორთა შორის გრან-პრის მეექვსე ეტაპი, რომელსაც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებმა უმასპინძლა,  ქართველი სპორტული წყვილისთვის, ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავასათვის წარმატებულად დასრულდა. ახალი სეზონი ქართველი მოციგურავეებისათვის კარიერაში სადებიუტო იყო. სეზონის მეორე სტარტი, მაყურებლების აღიარება, მსაჯებისა და სპეციალისტების შეფასება, პირველი სტარტის შედეგის გაუმჯობესება, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მოლოდინის გამართლება, შესაძლებლობებისა და ახალი პროგრამების გამოცდა. ეს ის ფსიქოლოგიური მომენტები იყო, რაც წინ უძღვოდა ახალბედა მოციგურავე წყვილის ზაგრებში გამოსვლას. სწორედ ამ ეტაპის შედეგები იყო გადამწყვეტი 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული…

მეტი