ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. ყოველდღიურად, წითელათი დაავადების 20-25 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო იანვარ-თებერვალში აღრიცხული შემთხვევები, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაცილებით მეტია. „ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში გვაქვს 2115 შემთხვევა, რაც შარშანდელი 2 თვის მონაცემებზე მეტია, რადგან შარშან, მთელი წლის განმავლობაში, გვქონდა 2000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა. წელს უფრო სერიოზულად მიმდინარეობს ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში, შეიმჩნევა ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკის შემცირება,…

მეტი