ოლიმპიური დღიურები: 7-კაცა ტოკიოს საგზურისთვის ვეღარ იბრძოლებს

ოლიმპიური დღიურები: 7-კაცა ტოკიოს საგზურისთვის ვეღარ იბრძოლებს

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა, საფრანგეთის ქალაქ  კოლომიეში გამართული 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულა და ტოკიოს საგზურისთვის ვეღარ იბრძოლებს. პირველი დღის შემდეგ, ეროვნული გუნდი მოწინავე რვეულში მოხვდა და თასის მეოთხედფინალში მასპინძელ საფრანგეთს შეხვდა, 4 უპასუხო ლელო გაუშვა და მომავალმა ფინალისტმა 28:0 იმარჯვა, რითაც ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას გამოგვთიშა. მე-5 ადგილის ნახევარფინალში მეტოქედ გერმანია გვერგო, რომელსაც წინა დღეს, ჯგუფურ ეტაპზეც ვეთამაშეთ. სამწუხაროდ, რევანში არ შედგა. მართალია, ამჯერად მეტოქემ მხოლოდ 3 ლელო გაიტანა, თუმცა…

მეტი

ოლიმპიური დღიურები: 7-კაცა ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

ოლიმპიური დღიურები: 7-კაცა ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. ეროვნულმა გუნდმა, საფრანგეთის ქალაქ კოლომიეში მიმდინარე შესარჩევი ტურნირის პირველ დღეს, სამიდან ერთი თამაში მოიგო, გატანილ-გაშვებული ქულებით მესამე ადგილოსნებს შორის რუსეთს აჯობა და ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებს. ზაზა ლეჟავას გუნდმა პირველი შეხვედრა გერმანიასთან გამართა და 33:7 დამარცხდა. ინგლისთან, საქართველოს ნაკრები უკეთესად გამოიყურებოდა. პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა დაცვასა და შეტევაში კარგად ითამაშეს, რაც ივანე ხელაიას ლელოთი დასრულდა, გარდასახვაც ზუსტი იყო. მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ბურთს…

მეტი