სალომე ზურაბიშვილი: ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ

საქართველოს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების სამხედრო ფიცი ჩაიბარა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ზურაბიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს – მივაღწიოთ ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ. “მოგესალმებით, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო, განსაკუთრებით თქვენ, ვინც დღეს დადეთ სამხედრო ფიცი სამშობლოს წინაშე! მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო! მოგესალმებით, თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოებავ, მოგესალმებით, ჩემო, აქ და…

მეტი

რუსთაველის გამზირზე 26 მაისის თაღი ქარის გამო დაიშალა (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე 26 მაისის თაღი ქარის გამო დაიშალა (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე, დღის განმავლობაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე იყო წარმოდგენილი 26 მაისის თაღი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სრულად ჩამოიშალა. ამის ამსახველ ვიდეოს ფეისბუქზე, გვერდი “ბიბლიოთეკა საქართველოზე Library about Georgia” ავრცელებს.

მეტი

კახა კალაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა

კახა კალაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. “მინდა ეროვნული დღე, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, მივულოცო სრულიად საქართველოს. 101 წლის წინ, ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თუმცა, მალევე დავკარგეთ. 70 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მსხვერპლის ფასად, მაგრამ ჩვენი ეროვნული გმირების, ჩვენი ხალხის თავგანწირვითა და ერთიანობით შევძელით, დამოუკიდებლობა დაგვებრუნებინა. წინ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენი დამოუკიდებლობა ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ ღირსეულად გადავლახოთ ის ბარიერები, ის გამოწვევები, რაც ყველას გვაწუხებს. ამის შემდეგ კი, გავხდებით იმ…

მეტი

მამუკა ბახტაძე: მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს

მამუკა ბახტაძე: მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს

“მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც, მერაბ კოსტავას 80 წლისთავთან დაკავშირებით, მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. მთავრობის მეთაურმა, ასევე, სრულიად საქართველოს მიულოცა 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. “დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს…

მეტი

ჰულუსი აქარმა: თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

ჰულუსი აქარმა: თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

“თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში, ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა. ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების…

მეტი

პრემიერი: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ერთიან და ძლიერ საქართველოს

პრემიერი: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ერთიან და ძლიერ საქართველოს

“დღეს, 26 მაისს ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მინდა მათ მივმართო, მინდა, მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ყველაზე განათლებულ, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს”, – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. “თქვენო უწმინდესობავ! ქალბატონო პრეზიდენტო! ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ! პატივცემულო პარლამენტისა და მთავრობის წევრებო! პატივცემულო ელჩებო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო! ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო!…

მეტი