18-წლამდე ბორჯღალოსნებმა გერმანია 46:0 დაამარცხეს

18-წლამდე ბორჯღალოსნებმა გერმანია 46:0 დაამარცხეს

ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2019 წლის 18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში გერმანია 46:0 დაამარცხეს და ტიტულის დაცვას განაგრძობენ. ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი რუსეთი იქნება, რომელმაც რუმინეთს დაძაბულ ბრძოლაში 13:11 სძლია. მეოთხედფინალში გერმანელებმა დიდი წინააღმდეგობა გაწიეს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, მღელვარების ფონზე შეცდომები, მრავლად დაუშვეს, თუმცა საკუთარი ლელო და კარი ხელუხლებელი მაინც შეინახეს, მეტოქეს კი 7 ლელო გაუტანეს. დებიუტში ანგარიში გივი ცინცაძემ ჯარიმით გახსნა. მე-13 წუთზე გიორგი ქობალიამ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და მატჩის პირველი ლელო გაიტანა. ამის…

მეტი