საქართველოში ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი ზუგდიდში გაიხსნა

საქართველოში ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი ზუგდიდში გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ზუგდიდში, დღეს ახალი სამაშველო-სახანძრო შენობა გახსნა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს არის სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი, სადაც ყველაფერი ერთად იქნება კონცენტრირებული. „ზუგდიდელებს პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო, დიდხანს შენდებოდა ეს შენობა. გამაღიზიანებელი იყო დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში. თუმცა, როგორც დავპირდით, დავიწყეთ და სწრაფად დავასრულეთ. დღეს საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი. ასეთი საქართველოში არ არის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტურად მომუშავე ობიექტი, რომელიც…

მეტი