პრემიერი: საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს

პრემიერი: საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს. ეს განცხადება პრემიერმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებული რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრისას გააკეთა, რომელიც ევროპაში პირველად ჩატარდა და მასპინძელ ქვეყანად საქართველო შეირჩა. “დღეს ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრას დავესწარი, რომელიც ევროპაში პირველად ტარდება და მასპინძლად სწორედ ჩვენი ქვეყანა შეირჩა. 2012 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანდაცვის სისტემა და დავნერგეთ მსოფლიოში უპრეცედენტო, C ჰეპატიტთან ბრძოლის უფასო პროგრამა….

მეტი

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაში ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება  

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაში ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება  

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 850-დან 1000 ბავშვამდე გაიზრდება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  ყველა ის ბავშვი, რომელიც მომლოდინეთა რიგში იმყოფებოდა, რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვას შეძლებს. „დღეის მდგომარეობით, ჩვენ აუტისტური სპექტრის მქონე 850 ბავშვს ვაფინანსებთ, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებაში არიან გადანაწილებული. დედაქალაქის მთავრობა, წლებია, ამ მიმართულებით მუშაობს. შვიდი დაწესებულებაა, რომელიც ამ ბავშვებს მომსახურებას უწევს. როდესაც საკრებულოში ვიყავი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაისვა კითხვა – თუ იყო შესაძლებელი ,იმ ბავშვთა რაოდენობა გაზრდილიყო, რომელსაც მერია მოემსახურება…

მეტი

ალცჰაიმერის დაავადება, შესაძლოა, გადამდები აღმოჩნდეს

ალცჰაიმერის დაავადება, შესაძლოა, გადამდები აღმოჩნდეს

ალცჰაიმერის სინდრომი ინფექციური დაავადებაა – ბოლო პერიოდში, სულ უფრო იზრდება იმ სამეცნიერო პუბლიკაციების რიცხვი, რომლებიც ამ სახიფათო ჰიპოთეზას ადასტურებენ. ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომსა და ბაქტერიებს შორის კავშირის კიდევ ერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ლუისვილის უნივერსიტეტის მკვლევარები, მიკრობიოლოგ იან პოტემპას ხელმძღვანელობით, აცხადებენ, რომ ალცჰაიმერის სინდრომით დაავადებული ადამიანების ტვინში ბაქტერია Porphyromonas gingivalis იპოვეს. ეს მიკროორგანიზმი ქრონიკული პერიოდონტიტის ან ღრძილების ანთებისას ჩნდება – ამით კი მილიონობით ადამიანი იტანჯება. ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პათოგენური ბაქტერია, რაც ღრძილების ანთებას…

მეტი

სისხლიანი მგლის სუპერმთვარე – სამი ასტროლოგიური მოვლენის იშვიათი თანხვედრა

სისხლიანი მგლის სუპერმთვარე – სამი ასტროლოგიური მოვლენის იშვიათი თანხვედრა

21 იანვარს, ღამით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლებმა ცაზე სამი ასტროლოგიური მოვლენის საკმაოდ იშვიათი შერწყმა იხილეს, რასაც სისხლიანი მგლის სუპერმთვარეს ეძახიან. დაბნელება, გრინვიჩის დროით, 02:35 დაიწყო და 07:49 დამთავრდა. სრული დაბნელების ფაზაში, მთვარე, 1 საათისა და 3 წუთის განმავლობაში, დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილის ჩრდილში მოექცა. სუპერმთვარის ხილვა მაშინ შეიძლება, როცა ნახევარმთვარეობა დედამიწისა და მთვარის მაქსიმალურ დაახლოებას ემთხვევა. და როცა ეს ორი მოვლენა თანხვედრაშია მთვარის დაბნელებასთანაც, დედამიწის თანამგზავრი წითელ ფერს იღებს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას “სისხლიან მთვარეს”. რაც შეეხება…

მეტი

მძიმე კვირა დაიწყო – რა გავლენას იქონიებს ადამიანებზე მთვარის სრული დაბნელება

მძიმე კვირა დაიწყო – რა გავლენას იქონიებს ადამიანებზე მთვარის სრული დაბნელება

21 იანვარს ლომის ზოდიაქოს 1 გრადუსზე მთვარის სრული დაბნელებაა. სრულ დაბნელებებს მაშინ აქვთ ხოლმე ბუნებაში ადგილი, როდესაც თავის ორბიტაზე მოძრავი მთვარე იმდენად მოახლოებულია ჩვენთან, რომ ბოლომდე შედის დედამიწის ჩრდილში. ასეთი რამ, დაახლოებით, 2 წელიწადში ერთხელ ხდება. ამიტომ, მომდევნო დაბნელება მხოლოდ 2021 წლის 26 მაისს არის მოსალოდნელი. იმის გამო, რომ მთვარე მაქსიმალურად ახლოს მოდის დედამიწასთან, დაბნელების ზეგავლენაც მაქსიმალურად ძლიერი იქნება. ამ დაბნელების პიკი თბილისის დროით 9:12 წუთზე იქნება. მთვარის დაბნელებები, ფაქტობრივად, იგივე სავსემთვარეობებია, რადგან ეს მოვლენა…

მეტი

ფრთხილად – იწვევს კიბოს!

ფრთხილად – იწვევს კიბოს!

დღევანდელ მსოფლიოში ჩვენს სხეულს ვტვირთავთ სიმსივნური ქიმიკატებით, თამბაქოთი და სხვა კარცეროგენული ნივთიერებებით, მაგრამ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ჩვენს ორგანიზმს გავუკეთოთ – ეს არასწორი კვებაა. გთავაზობთ იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, რომლის მიღებაც, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა უსაფრთხოა, თუმცა კომბინირებულად, ის ჩვენი ორგანიზმისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასეთია, მაგალითად, პოპკორნი, რომლის სუფთა სახით მიღება სასარგებლოა, თუმცა დამუშავებული პოპკორნი შეიძლება შეიცავდეს ჰიდროგენულ ზეთებს, მიკროტალღურ ღუმელში დამზადებული პოპკორნი კი კიბოს გამომწვევი მიზეზია. ჰიდროგენული ზეთები ყველა დამუშავებული საკვების შემადგენელი ნაწილია, როგორიცაა დაფასოებული საჭმელი,…

მეტი

დაცულია თუ არა საქართველოში გამოგზავნილი სილამაზის ყუთების ვარგისიანობის ვადა

დაცულია თუ არა საქართველოში გამოგზავნილი სილამაზის ყუთების ვარგისიანობის ვადა

ქართველ მომხმარებელში ახალი „სენი“ გაჩნდა – beauty box მანიამ დიდი ხანია შეიპყრო სილამაზის ინდუსტრია, თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ “ახალი ხილია” და ქართველი მომხმარებელიც ჯერ მხოლოდ ტესტირების რეჟიმშია – რომელი ყუთი ჯობს და ღირს თუ არა მასში თანხის გადახდა, ან რომელი გადამზიდი კომპანია უფრო სანდოა, რომ სანატრელი ყუთი გამომწერამდე ხელუხლებელი მივიდეს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქართველები უპირატესობას დაბალფასიან ყუთებს ანიჭებენ, რაშიც თვეში, დაახლოებით, 10 ამერიკულ დოლარამდე იხდიან, თუმცა შიგთავსი ხშირად მათ იმედგაცრუებულს ტოვებს. მიუხედავად წინასწარ შევსებული ანკეტისა,…

მეტი

დიაგნოზი ფოტოთი: ამერიკელი მეცნიერების ახალი გამოგონება

დიაგნოზი ფოტოთი: ამერიკელი მეცნიერების ახალი გამოგონება

ამერიკულმა კომპანიამ FDNA შექმნა რევოლუციური პროგრამა DeepGestalt. ე.წ. ღრმა შესწავლის ალგორითმის მეშვეობით, სისტემას მხოლოდ ფოტოსურათის გამოყენებით შეუძლია გენეტიკური დაავადებების აღმოჩენა. FDNA-ს გამოკვლევა ჟურნალში – Nature Medicine გამოქვეყნდა. ხელოვნურმა ინტელექტმა შეისწავლა გენეტიკური დაავადებების მქონე 17 ათასამდე ადამიანის გამოსახულება, რათა მიღებული მონაცემების საფუძველზე დაგროვილი ინფორმაციის მეშვეობით, ფოტოსურათის გამოყენებით, შესძლებოდა დიაგნოზის დასმა. ტესტირების ეტაპზე, DeepGestalt-ის სისტემამ, ექიმებთან შედარებით, ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენა. აღმოჩენის ერთადერთ პრობლემად იმას ასახელებენ, რომ ვირტუალური ტესტის გაკეთება პირის ნებართვის გარეშეა შესაძლებელი, რაც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლებას არღვევს….

მეტი

გოგონა საუდის არაბეთიდან გაქცევას 6 წელი გეგმავდა

გოგონა საუდის არაბეთიდან გაქცევას 6 წელი გეგმავდა

რახაფ კუნუნის ისტორიამ საუდის არაბეთიდან, რომელიც გასულ კვირას ტაილანდის სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა, სამშობლოში რომ არ დაებრუნებინათ, ისევ აქტუალური გახადა ქალთა უფლებების თემა ახლო აღმოსავლეთში. 18 წლის კუნუნმა უარი თქვა ქუვეითში გაფრენაზე, სადაც მას ნათესავები ელოდებოდნენ და სოციალურ ქსელებში, მოსალოდნელი დეპორტაციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. კუნუნის თქმით, იმის გამო, რომ მან ისლამი უარყო, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, საკუთარი ოჯახის წევრები მოკლავდნენ. გასულ პარასკევს, კუნუნმა თავშესაფარი კანადაში მიიღო. მუსლიმი ქალების უფლებებზე, BBC-მ კიდევ ერთი გოგონას ისტორია გამოაქვეყნა, რომელიც კანადაში…

მეტი

H1N1 ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით საქართველოში გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაღუპული 10 თვის ბავშვია, რომელსაც ე.წ. ღორის გრიპთან ერთად, წითელას დაავადებაც ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, მედიკოსებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს, საქართველოში ვირუსით გარდაცვალების მე-16 შემთხვევაა.    

მეტი
1 7 8 9 10 11