“ფეისბუქი” დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის სისტემაზე მუშაობს

“ფეისბუქი” დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის სისტემაზე მუშაობს

სოციალური ქსელის “ფეისბუქის” დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში, კომპანია აქცენტს მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე გადაიტანს და მათ ბევრად უკეთეს დაცვის სისტემას შესთავაზებს, მათ შორის, დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის სახით. ცუკერბერგის თქმით, კომპანია არ აპირებს, მონაცემთა ცენტრებში შეინახოს მომხმარებელთა ინფორმაცია, რომლებიც იმ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული. შესაბამისად, ის მზადაა ამ სახელმწიფოებში მისი სერვისების დაბლოკვისთვის. “მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მონაცემთა დაცვის მიზნით, არ შევინახავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ ქვეყნებში, სადაც არ არის დაცული…

მეტი

ებრაელი მილიარდელი სასქესო ორგანოს გადიდების ოპერაციისას დაიღუპა

ებრაელი მილიარდელი სასქესო ორგანოს გადიდების ოპერაციისას დაიღუპა

უცხოური მედიის ცნობით, ბელგიელი ებრაელი, ბრილიანტების მაგნატი, 65 წლის ეჰუდ არიე პარიზის კერძო კლინიკაში, საოპერაციო მაგიდაზე, გულის შეტევით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ექიმებმა მას სასქესო ორგანოში სპეციალური სუბსტანცია შეუყვანეს. ეჰუდ არიემ 2015 წელს, კრისტის აუქციონზე, უნიკალური ბრილიანტი “Blue Moon of Josephine” რეკორდულ ფასად – 48.4 მილიონ დოლარად გაყიდა.

მეტი

ის, ვინც მსოფლიო არქიტექტურულ შედევრებს ქმნის – იაპონელ არატე ისოძაკის პრიტცკერის პრემია გადაეცა

ის, ვინც მსოფლიო არქიტექტურულ შედევრებს ქმნის – იაპონელ არატე ისოძაკის პრიტცკერის პრემია გადაეცა

ნობელის პრემიის ანალოგი არქიტექტურაში – პრიტცკერის პრემია 87 წლის იაპონელ არქიტექტორს, არატე ისოძაკის გადაეცა. ისოძაკი მსოფლიოში 100-მდე არქიტექტურული შედევრის ავტორია. მათ შორისაა, ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ბარსელონაში, სან ჟორდის სპორტის სასახლე. როგორც ჟიურიმ აღნიშნა, იაპონელი არქიტექტორის სტილი არავითარ ჩარჩოში არ ჯდება – არამედ, მუდმივად ვითარდება და იხვეწება. “ისოძაკიმ დაგვანახა, რომ არქიტექტურისადმი მოთხოვნები ნაკარნახევია როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი კონტექსტით – ამ ორი ძალის შერწყმით იქმნება ერთიანი გამოწვევა, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას”, – აღნიშნა ჟიურის თავმჯდომარემ,…

მეტი

ჩინეთის უძველეს სამარხში “უკვდავების ელექსირი” იპოვეს

ჩინეთის უძველეს სამარხში “უკვდავების ელექსირი” იპოვეს

უძველეს სამარხში, ჩინეთის პროვინცია ხენანში, არქეოლოგებმა ბრინჯაოს დოქი იპოვეს – ლეგენდარული “უკვდავების ელექსირით”. ეს ელექსირი არაერთხელაა მოხსენიებული დაოსურ მითებში, მაგრამ აქამდე არ ყოფილა არანაირი დამადასტურებელი მასალა, არსებობდა თუ არა ის სინამდვილეში. ხანის დასავლეთ დინასტიის ეპოქის სამარხი (ძვ.წ. 202 – ჩვ.წ. 8 წწ.) ქალაქ ლოიანში ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს და მასთან ერთად, 3,5 ლიტრიანი დოქი გაურკვეველი შიგთავსით. სითხეს ალკოჰოლის მსუბუქი არომატი დაჰკრავდა და მკვლევარებმა თავდაპირველად გადაწყვიტეს, რომ ეს იყო ძველი ჭურჭელი ღვინით. თუმცა ჩატარებულმა…

მეტი

სენსაცია – დიდ ბრიტანეთში ორი პაციენტი შიდსისგან სრულად განიკურნა

სენსაცია – დიდ ბრიტანეთში ორი პაციენტი შიდსისგან სრულად განიკურნა

დიდ ბრიტანეთში აივ ინფექციისგან პაციენტის განკურნების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. გაზეთ The Guardian-ის ცნობით,  პაციენტებს დონორის ძვლის ტვინი გადაუნერგეს, რომელსაც ვირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი ჰქონდა. პაციენტმა ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციიდან სამი წლისა და თერაპიიდან 18 თვის შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ტესტებმა აივ-ინფექციის კვალი ვერ აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, პროფესორ რავინდრა გუპთას განცხადებით, სრულ წარმატებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გაზეთის ცნობით, ანალოგიური მეთოდით 2007 წელს განიკურნა გერმანელი პაციენტიც, რომელსაც ასევე დონორის ძვლის ტვინი გადაუნერგეს. დონორს იშვიათი…

მეტი

როგორ გამოიყურება იუპიტერის ცა

როგორ გამოიყურება იუპიტერის ცა

ეს გამოსახულება ძალიან ჰგავს მხატვარ-აბსტრაქციონისტის ნამუშევარს, თუმცა სინამდვილეში – იუპიტერის ატმოსფეროს ფოტოსურათია, რომელიც ნასა-ს პლანეტათაშორისმა სადგურმა “იუნონამ” გადაიღო, რომელიც ჩვენი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის ირგვლივ ბრუნავს. “იუნონა” იუპიტერის ორბიტაზე 2016 წელს გავიდა და მას უკვე 18-ჯერ შემოუარა. თებერვალში პლანეტათაშორისი სადგური, მორიგ ჯერზე, მაქსიმალურად მიუახლოვდა გაზის გიგანტს (13 ათასი კილომეტრის დაშორებით) და პლანეტის ატმოსფეროს რამდენიმე მაღალი ხარისხის ფოტო გადაუღო. მოყვარულმა ასტრონომმა, კევინ ჯილიმ ორიგინალური გამოსახულება საათის ისრის მიმართულებით, 100 გრადუსით შემოაბრუნა და ოდნავ დაარედაქტირა, გაზარდა…

მეტი

Prodigy-ს სოლისტმა, კიტ ფლინტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

Prodigy-ს სოლისტმა, კიტ ფლინტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის – Prodigy ვოკალისტმა, კიტ ფლინტმა თავი მოიკლა. ამის შესახებ, “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე ჯგუფის დამფუძნებელმა, ლიამ ჰოულეტმა დაწერა. 49 წლის კიტ ფლინტი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ესექსში იპოვეს. პოლიციამ მის სხეულზე ძალადობის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. მუსიკოსი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ავსტრალიის ტურიდან, მაისში ის აშშ-ში გამგზავრებას გეგმავდა. კიტ ფლინტი Prodigy-ს შემადგენლობაში ჯგუფის დაარსების დღიდან, 1990 წლიდან იყო, თავდაპირველად – როგორც მოცეკვავე. 1996 წელს კი მისი, როგორც ვოკალისტის დებიუტი შედგა – მუსიკალურ ტრეკში Firestarter, ალბომიდან – The Fat…

მეტი

საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება

საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება

მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება. აღნიშნულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა  განაცხადა. ბეზარაშვილის თქმით, დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. დღეს არსებული მდგომარეობით, დასაქმების პოლიტიკას სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ახორციელებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. NDI ამბობს, რომ როცა მოსახლეობას დაუსვეს კითხვა – “ხართ თუ…

მეტი

აფხაზეთი – უნიკალური ფოტოკადრები ოკუპირებული ქართული მიწიდან

აფხაზეთი – უნიკალური ფოტოკადრები ოკუპირებული ქართული მიწიდან

აფხაზეთი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილზე, მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარეობს. ამჟამად აქვს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი. ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ. 1993 წლიდან აფხაზეთის მთელი ტერიტორია სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა, მართავს დე-ფაქტო ხელისუფლება. აფხაზეთის დამოუკიდებლობა 5-მა სახელმწიფომ აღიარა – რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, სირიამ და ნაურუმ. აფხაზეთის მოსახლეობა 102 000 ადამიანს ითვლის, მისი ფართობი 7 893 კვადრატული კილომეტრია. უნიკალური ფოტორეპორტაჟი აფხაზეთიდან: ახალი ათონის მონასტერი © Irina Ivanova  რკინიგზის სადგური…

მეტი

“ახალგაზრდა სისხლი” სიბერის შესაჩერებლად

“ახალგაზრდა სისხლი” სიბერის შესაჩერებლად

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა  მოსახლეობას მოუწოდებს, შეწყვიტონ “ახალგაზრდა სისხლის” გადასხმის პრაქტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, როგორც სხეულის დაბერების, ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება. აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მსგავსი “მკურნალობის” პოპულარობისა და სიძვირისა, მისი ეფექტურობა არანაირი სამეცნიერო კვლევით დადასტურებული არ არის.  უფრო მეტიც, სისხლის ან პლაზმის დიდი მოცულობით გადასხმა, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, კლინიკებში,  სადაც “ახალგაზრდა სისხლზე” მუშაობენ,  მოთხოვნა ამ პროცედურაზე დღითიდღე იზრდება. Business Insider-ის ინფორმაციით,…

მეტი
1 2 3 4 5 8